დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის N772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15805 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016063 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის №772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის №772 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 14.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140080000.42.047.016021) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსები ტარდება გეგმური და არაგეგმური სწავლებების სახით და მათ ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) შემდეგში – სამსახურის ადმინისტრაცია)) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო (შემდეგში – სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი)) გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსებისა, რომლებსაც უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით.“. |
3.
დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასწავლო კურსების გეგმას (გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსებისა) გეგმური სწავლების შემთხვევაში, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სამსახურის ადმინისტრაცია ხოლო სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსების გეგმას – სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. 2. გეგმა სასწავლო ღონისძიებებს შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი ან რამდენიმე თვის ან/და მთლიანი წლის მიხედვით. მასში ცვლილებების შეტანის ინიციატორმა სამსახურის უფროსს უნდა მიმართოს წერილობით სათანადო დასაბუთებით. სამსახურის დაინტერესებული სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი აღნიშნულის თაობაზე წარადგენს მოტივირებულ პატაკს. სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება შესაბამისად სამსახურის ადმინისტრაციის ან/და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან შეთანხმებით.“ |
4.
დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასწავლო კურსებზე მსმენელები მომზადებას (გადამზადებას) გადიან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, რომელსაც (გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამისა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სამსახურის ადმინისტრაცია. სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამას, კურატორ ხელმძღვანელთან შეთანხმებით (საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, საჭიროების შემთხვევაში, მათ კურატორ ხელმძღვანელ პირებს, ეგზავნებათ პროგრამის ეგზემპლარი საქმისწარმოების დადგენილი წესით. პროგრამა ასევე უნდა გადაეცეს ყველა დანაყოფს, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული და სამედიცინო უზრუნველყოფის ან სხვა საჭირო ფორმით;“. |
5.
დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის ვალდებულებას, პროგრამის მიხედვით სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრისთვის ან/და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტისათვის სასწავლო კურსზე წარსადგენ პირთა სახელობითი ნუსხის დროულად წარდგენის შესახებ;“. |
6.
დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულყოფილად და ზედმეტი ხარჯის გარეშე განხორციელების მიზნით, სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ყოველ სასწავლო დღეზე წინასწარ ეგზავნება სწავლებაზე მყოფ პირთა სახელობითი სია, აგრეთვე დროულად ეცნობება აღნიშნულ ჩამონათვალში ცვლილების შესახებ, რომელსაც შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი ან სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. სასწავლო კურსის (კურსების) ჩატარების კვალიფიციურობის და ორგანიზებულობის ამაღლების მიზნით, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სპეციალისტები, აგრეთვე სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს დაეკისროთ სამსახურებრივი მოვალეობების (განისაზღვრება სასწავლო პროგრამით) შესრულება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ადგილზე.“. |
7.
დებულების მე-9 მუხლის:
|
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი, შესაბამისად უზრუნველყოფენ სათანადო მასალის (ტესტები, კითხვარები და სხვა) მომზადებას. სპეციალური საბრძოლო მომზადების და გადამზადების კურსებთან დაკავშირებით, ტესტირებას ატარებს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი, გარდა თეორიული ნაწილისა, რომელიც შეიძლება უზრუნველყოს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრმა. ყველა სხვა შემთხვევაში ტესტირებას ატარებს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი;“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსთან დაკავშირებული ტესტირების შედეგებს (ცალკეული დისციპლინების შედეგები და საერთო შეფასების ჯამური ქულა) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი უგზავნის სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრს. იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსის თეორიულ ნაწილს უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი, საერთო შეფასების ჯამურ ქულას განსაზღვრავს სანსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი თეორიული ნაწილის შედეგის და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.“. |
8.
დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტირების, გამოცდების შედეგები ფიქსირდება სათანადო უწყისებში და შეიტანება შესაბამის მოწმობებში, რომელსაც აფორმებს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი. 2. სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი თანამშრომლების (კანდიდატების) ტესტირების საბოლოო შედეგებს აცნობებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხოლო სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარ სამმართველოს დამატებით უგზავნის მოწმობებს მოსამსახურეთა პირად საქმეებში განთავსების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები