„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს N976 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს N976 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15795
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 020080160.42.047.016065
15795
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
020080160.42.047.016065
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს N976 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება  №15795

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს № 976 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  საქმის  განმხილველ  ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №976 ბრძანებით (სარეგ.№020080160.42.047.016012, 02.09.2011წ.) დამტკიცებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ოქმი, როგორც წესი, დგება სამ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი  ეგზავნება საქმის განმხილველ ორგანოს, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი წარედგინება სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს;“.

2. მე-7  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რომლის მიმართაც შეივსო ოქმი, სურს ახსნა-განმარტების მიცემა ან აქვს შენიშვნა ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ივსება ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტების ფურცელი (დანართი №2), რომელიც დაერთვის ოქმს. აღნიშნული ფურცელი ოქმთან ერთად იგზავნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მისი ასლი დაერთვის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარდგენილ ოქმის ეგზემპლარს.“.

3. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკური დეპარტამენტი ოქმებს და სააღრიცხვო ჟურნალებ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურულ დანაყოფებზე გასცემს მათი წერილობითი მოთხოვნის (პატაკის) საფუძველზე შესაბამისი ზედდებულით. ზედდებულში მითითებული უნდა იქნეს ოქმების რაოდენობა, ნომრები და სამსახურის შესაბამის სტრუქტურული დანაყოფი. ზედდებული, როგორც წესი, გაიცემა სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი რჩება დეპარტამენტში, მეორე – სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში, ხოლო მესამე გადაეცემა სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი აღრიცხავს შევსებული ოქმების შესაბამის ეგზემპლარებს, რითაც აკონტროლებს შევსებული ოქმების ნუმერაციის უწყვეტობას, დაზიანებული, არასწორად შევსებული და გაუქმებული ოქმების შესაბამისი აქტებით ჩამოწერას და დადგენილი წესით უტილიზაციას;“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, ოქმების შევსების, გადაგზავნის, არასწორად შევსების, დაზიანების და დანაკარგის შესახებ ადგენენ ყოველთვიურ ანგარიშს და აგზავნიან სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამსახურის უფროსთან წარსადგენად.

6. ოქმის (ფორმის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში თანამშრომელი, რომელსაც ის უშუალოდ ჰქონდა გადაცემული, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს მოხსენებითი შინაარსის პატაკს, რომელსაც უნდა დაერთოს დაზიანებული, არასწორად შევსებული და დადგენილი ფორმით გადახაზული ოქმი (ფორმა). აღნიშნული ხელმძღვანელი პირის ვიზირების შემდეგ პატაკები ეგზავნება სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს. ოქმის (ფორმის) დაკარგვის, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევა  შეიძლება გახდეს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძველი, რომლის დაწყების შემთხვევაში, შესაბამისი ოქმის (ფორმის) ჩამოწერა უნდა განხორციელდეს სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ. სამსახურებრივი შემოწმების დასრულებისას შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე