დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15791 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016067 |
|
„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებით (სარეგ.№140.080.000.12.222.005.893, 20.06.2003წ.) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დებულების მე-6 მუხლის მე-6, მე-7, მე-8, და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) წარდგინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა დადგენილი წესით შერჩეული შემადგენლობა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამის ბრძანებაში გასათვალისწინებლად და დასამტკიცებლად წარედგინება სასწავლო კურსის პროგრამა და შერჩეულ მოსამსახურეთა დაზუსტებული სია. პროგრამას შეიმუშავებს და ბრძანების საფუძველზე კურსებს ატარებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო). 7. სასწავლო კურსების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს მეშვეობით ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი), რომელიც სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს უგზავნის წერილობით მიმართვებს განსაზღვრული (სამსახურის უფროსთან შეთანხმებული) რაოდენობის ფარგლებში სასწავლო კურსზე თანამშრომელთა დაშვების შესახებ პატაკების სამსახურის უფროსისათვის წარდგენის თაობაზე. პატაკები განსახილველად და კანდიდატურების შესაბამისობის შესამოწმებლად ეწერება სამსახურის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის მთავარ სამმართველოს. 8. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო ამოწმებს სასწავლო კურსზე წარდგენილი პირების პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით; 9. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ნამსახურობის ვადის, სპეციალური მომზადების, დამსახურებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, თანმიმდევრულობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შეარჩევენ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის პატაკებს წარმოადგენენ სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. სასწავლო კურსზე წარდგენილი უნდა იქნეს თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში შესაბამისი თანამდებობების არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების გონივრული გაანგარიშებით. კურსზე დასაშვებ კანდიდატთა სიას სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) აზუსტებს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით შესაბამისობის შემოწმებისა და სამსახურის უფროსთან შეთანხმების შემდეგ, რის შემდეგაც სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.“. |
2.
დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელ თანამდებობრივ გადაადგილებაზე კონტროლს და სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას ახორციელებს სამსახურის სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები