დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 031 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 24/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016044 |
|
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016027) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპროკურორო სამმართველოს ამოცანებია: ა) თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო), აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო), აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (გარდა გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით დამტკიცებული რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეებისა) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები