დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 030 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 24/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016043 |
|
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016026) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. რაიონული პროკურატურის საქმიანობის სფერო 1. რაიონული პროკურატურა, გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; ე) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ზ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში; თ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. თბილისის რაიონული პროკურატურები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ტერიტორიული პრინციპის დაცვით, ასევე ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე ან/და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები