დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400060000.22.023.016633 |
|
წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული: ა) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს.
|
მუხლი 2.
სააღსრულებო ფურცელი
|
სააღსრულებო ფურცელი არის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულება.
|
მუხლი 3.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი |
1. მოვალემ წყალსარგებლობის საფასური უნდა გადაიხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წყალსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
|
მუხლი 4.
სააღსრულებო ფურცლის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი |
სააღსრულებო ფურცელს ავსებს და ხელს აწერს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი.
|
მუხლი 5.
სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები |
1. ფურცლის შევსებისას აღინიშნება:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანიზაცია; ბ) სააღსრულებო ფურცლის ნომერი; გ) სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, შედგენის თარიღი , რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი; ზ) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები; თ) მოვალის დასახელება და რეკვიზიტები; ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს ორგანიზაციის ბეჭდით. |
დანართი №2
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ------------------------------------
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი №
_________________________________________________________________________ (სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)
_______________________________________________________________________________ (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №, შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი)
______________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები ________________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები ________________________________
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: უფლებამოსილი პირი: _____________________________
ბ.ა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები