დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016322 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) შიდა აუდიტის სამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური; ე) ეკონომიკური განვითარების სამსახური; ვ) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური; ზ) განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური; თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;“ 2. დებულების მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივ ზონირება. დასახლებათა მიწათსარგებლობის გეგმების შემუშავება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტების მშენებლობის კოორდინაცია. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. მშენებლობის ნებართვის თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და შესაბამისი პროექტების მომზადება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები