„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017022
91
24/06/2020
ვებგვერდი, 24/06/2020
140010000.22.034.017022
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №91

2020 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016838) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება, თუ იგი გამოვლენილია ამ სამმართველოს მიერ;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე, თუ ამავდროულად სახეზე არ არის უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა, აგრეთვე, არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილ იმ დანაშაულზე/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომელთა გამოძიებაც განეკუთვნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური