დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310000000.22.024.016648 |
|
„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/06/2020, 310000000.22.024.016643) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 და 25-ე მუხლებისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები (შემდგომ – „წესები“) განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის, რომელზეც დასტურდება, რომ იგი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა (შემდგომში – საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის (ეპიდემიოლოგიური კონტროლი), მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესს და ამ წესების აღსრულებისათვის შესაბამისი უწყებების ფუნქციებს. ეს წესები ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლის წესს საქართველოს ტერიტორიაზე.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მებაჟე-ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს (შემდგომ – „მძღოლი“) განუმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და გადაადგილებისათვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს.“; გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ეს მუხლი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა) არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ მძღოლი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა).“; დ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ წესების მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას (სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენზე და ანტისხეულზე) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოში შემოსვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში განხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში. აღნიშნული ტესტირების მომენტიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 72-საათიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან (ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში).“; ე) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ვ) 41 მუხლის: ვ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლა უნდა განხორციელდეს/ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადამაადგილებელი მძღოლი საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათში, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება აღნიშნულ ვადაში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“; ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.“; ზ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაარღვევს ამ წესების მე-4 და 41 მუხლებით დადგენილ ვადებსა და მოთხოვნებს, აღნიშნულის თაობაზე სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან სსიპ – შემოსავლების სამსახური ინფორმაციას აწვდის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 18 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები