„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016509
19
22/06/2020
ვებგვერდი, 24/06/2020
190020020.35.158.016509
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2020 წლის 22 ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის  №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14  მუხლის:

)  მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას;

მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);

დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.“

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 22 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი