„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016642
206
30/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
010250050.35.160.016642
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №206

2020 წლის 30 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“  ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2019წ, 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ მოქალაქეთა ინდივიდუალური  სამედიცინო დახმარების" (პროგრამულიკოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“) .

1.2 პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების" (პროგრამულიკოდი 06 01 03)  ქვეპროგრამის განხორციელების წესში

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური.“

ბ) მე-6  მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით და დაგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური.

2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).

7. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საანალიზო ტესტ-ჩხირებს ბენეფიციარს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური.

გ) მე-7  მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული მედიკამენტების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და აფთიაქს შორის.

2. მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების გაცემისას დგება  მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და მოქალაქეს შორის.

1.3 პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ (პროგრამულიკოდი 06 01 04)  ქვეპროგრამის განხორციელების წესში და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში- ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

1.4 პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებულ გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ (პროგრამულიკოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური  მხარდაჭერის სამსახური.“

1.5 პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებულ დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამის“ (პროგრამულიკოდი 06 02 14)  ქვეპროგრამის განხორციელების წესში

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური.“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად  შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი