„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016641
205
30/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
010250050.35.160.016641
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №205

2020 წლის 30 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური."

ბ)  წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან", სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან", ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სსიპ და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული მონაცემების (მონაცემთა ბაზა) და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.“

„2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური აწვდის ინფორმაციას შესაბამის ბანკს პროგრამით მოსარგებლეთა შესახებ, რის შემდეგაც ბანკი, მოსარგებლის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო ელექტრონული ბარათების  დამზადებასა და გადაცემას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი