დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6674-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.017958 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი: „44. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 2. 52-ე მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 ივნისი 2020 წ. N6674-რს |
დოკუმენტის კომენტარები