აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/06/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი
118-უ.ს.გ.ს.
18/06/2020
ვებგვერდი, 23/06/2020
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს დადგენილება

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

2021 წლის ბიუჯეტის  პროექტის დამტკიცების შესახებ


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 5 216,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 5 163,8  ათასი ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება 3 433,2 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 53,0 ათასი ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვროს 117 საშტატო ერთეულით.

4.  აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5.  დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                    დავით გაბაიძე

 

ბათუმი,

2020 წლის 18 ივნისი

№118-უ.ს.გ.ს.