დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016765 |
|
,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 29/05/2015; 470230000.22.035.016329) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი): |
1.
მე-3 მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სოციალური მუშაკი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;‘‘. |
2.
მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს . მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ დასკვნის მიღების მიზნით გასამართ კენჭისყრის პროცესში შესაძლებელია (დასაშვებია), სოციალური მუშაკი მონაწილეობდეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ჯგუფის სხვა წევრებთან სოციალური მუშაკის კონტაქტი, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ოქმით. კენჭისყრის პროცესში, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით მონაწილეობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა (დამტკიცებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), მისი დასკანერებული ვერსია ბიუროს ეგზავნება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით. სოციალური მუშაკის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა წარმოადგენს მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.‘‘. |
3.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 და 13053 მუხლებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის განსაზღვრული მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ასევე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებითვე განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ იმ პირის შეფასების ფორმა და მისი შევსების წესი, რომელსაც უტარდება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა.‘‘. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები