„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017021
90
23/06/2020
ვებგვერდი, 24/06/2020
010340000.22.034.017021
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №90

 2020 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

1) დეპარტამენტის მოსამსახურეების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის განხორცილება;“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1-ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღებასა და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური