„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016762
01-72/ნ
25/06/2020
ვებგვერდი, 25/06/2020
470230000.22.035.016762
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-72/ნ

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23.07.2014, 470230000.22.035.016281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებისთვის, ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის  „გ.ბ.ა“,  „გ.ბ.ბ“,  „გ.დ“ და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან.‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა  მომსახურების  მინიმალური სტანდარტების‘‘:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მომსახურების პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს მომსახურების შინაარსი და დღის წესრიგი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ფილიალებისთვის);‘‘;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა სააგენტოს ფილიალებისა);‘‘;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურება ხორციელდება სხვა პირთათვის განკუთვნილი ფართისგან იზოლირებულ   ფართზე ან მხოლოდ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ან მხოლოდ  ხანდაზმულთათვის (მ.შ. შშმ ხანდაზმულთათვის, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ ხანდაზმულებისა). ამასთან, ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24-ს, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტის  შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 6-ს (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება სააგენტოს ფილიალებზე).‘‘;

დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა.ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.ა) შესაბამისი ინვენტარით (ქურა, ცივი და ცხელი წყლის ონკანი, ნიჟარა, სამრეცხაო (სავალდებულოა სააგენტოს ფილიალებისთვის) მაცივარი, საჭმლის სამზადი ზედაპირი, ჭურჭლის კარადა) აღჭურვილი სამზარეულოს, ასევე, ადგილს მშრალი პროდუქტებისთვის და გამწოვ ვენტილაციას;‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე