აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორების საბჭოს შექმნის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორების საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 16/06/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010100000.31.060.016016
10-ს
16/06/2020
ვებგვერდი, 23/06/2020
010100000.31.060.016016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორების საბჭოს შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №10-ს

2020 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორების საბჭოს შექმნის შესახებ

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 12მუხლის    მე-2 პუნქტისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 57-ე მუხლის შესაბამისად, 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკთხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო. 
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია