დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-73/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016770 |
|
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში (სსმ, №113, 13/08/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა), ხელს აწერს მკურნალი ექიმი და დაწესებულების პასუხისმგებელი პირი (ხელმძღვანელი/მისი მოადგილე) და იგი უნდა დამოწმდეს დაწესებულების ბეჭდით. ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემულ ცნობას ხელს აწერს თვითონ ექიმი და ამოწმებს პირადი ბეჭდით. შესაძლებელია ცნობა გაიცეს ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მე-19 პუნქტის შესაბამის გრაფაში ხელს აწერს ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (ან მისი მოადგილე) ან მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი), ხოლო ელექტრონული ცნობის გაცემის შემთხვევაში, დაისმის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;“; ბ.ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ცნობაზე დაისმება სამედიცინო დაწესებულების ან ექიმი-სპეციალისტის პირადი ბეჭედი, ხოლო ელექტრონული ცნობის გაცემისას გამოიყენება ამ პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.“. 2. №3 დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემის პირობები) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაავადების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაიცემა მხოლოდ იმ დაავადებისათვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს. ცნობის გაცემისას, გრაფაში ,,მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი)“ ხელს აწერს ექიმი, (ელექტრონული ცნობის გაცემისას დაისმის – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო ან ორგანიზება გაუწია ცნობის გაცემას (სამედიცინო დაწესებულების სერტიფიცირებული ექიმი, მათ შორის ოჯახის/უბნის ექიმი ან სხვა ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის სოფლის ექიმი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები