„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017331
140
24/06/2020
ვებგვერდი, 25/06/2020
200090000.22.033.017331
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №140

2020 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 3716 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3717 და 3718 მუხლები:

მუხლი 3717. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესი

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესი გულისხმობს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას ამ მუხლის შესაბამისად, ამავე წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პროცედურებისგან განსხვავებული წესით.

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული  წესი  ვრცელდება მხოლოდ საზოგადოებრივი კვების საქმიანობის ნაწილში, ჩამოწერას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ (გარდა აქციზური საქონლისა).

3. პირი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით ისარგებლოს, თუ კმაყოფილდება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) მიმდინარე კალენდარული წლის წინა ორი კალენდარული წლის თითოეული შედეგით, პირი აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ „პირველი კატეგორიის  საწარმოს“  ან/და „მეორე კატეგორიის საწარმოს“ კრიტერიუმებს და, ამასთან, მიმდინარე კალენდარული წლის წინა კალენდარულ წელს, პირს ევალებოდა და დადგენილ ვადაში წარადგინა ამავე კანონით გათვალისწინებული „ფინანსური ანგარიშგება“;

ბ) შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან წინა უწყვეტი 6 კალენდარული თვის განმავლობაში, პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

გ) შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან წინა უწყვეტი 6 კალენდარული თვის განმავლობაში, პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 ან მე-5 ნაწილით, აგრეთვე, 286-ე მუხლის პირველი, მე-2 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული ორი ან მეტი გადაწყვეტილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებისთანავე,  შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებული ჩამოწერის რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

7. ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა,  პირი საგადასახადო ორგანოს №245 დანართის შესაბამისად წარუდგენს შეტყობინებას „ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ“, სადაც ასახავს გასული კალენდარული თვის განმავლობაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ მონაცემებს.

8. თუ გასული კალენდარული თვის განმავლობაში პირს არ გააჩნია ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, იგი აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ნულოვან ანგარიშგებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში.

9. არაუგვიანეს მომდევნო ანგარიშგების წარდგენისთვის დადგენილი თარიღისა, პირი უფლებამოსილია დააზუსტოს წინა კალენდარული თვის ანგარიშგება.

10. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების მოქმედების პერიოდში უფლებამოსილი პირის მიერ №245 დანართის ფორმით წარმოდგენილი „შეტყობინება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ“ საგადასახადო ორგანოს მიერ ექვემდებარება ავტომატურ დადასტურებას.

11. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების მოქმედების პერიოდში პირი, გამარტივებულ ჩამოწერას დაქვემდებარებულ საქონელთან მიმართებით, ვალდებულია:

ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა აწარმოოს ელექტრონულად და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული „უწყვეტი მეთოდით“;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველთვიური ანგარიშგების ავტომატურ დადასტურებამდე, გასული კალენდარული თვის განმავლობაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ასახოს სპეციალურ საბალანსო (ბუღალტრულ) ანგარიშზე.

მუხლი 3718. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების გაუქმება

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების გაუქმების და პირის რეესტრიდან ამოღების საფუძველია, თუ:

ა)  პირი საგადასახადო ორგანოს წერილობით მიმართავს რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების  შედეგად დადგინდა, რომ:

ბ.ა) რეესტრში შეტანის დროს პირი არ აკმაყოფილებდა 3717 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ.ბ) პირი არ ასრულებს ამ წესის 3717 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს;

ბ.გ) პირის მიმართ გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

ბ.დ) ყოველ უწყვეტ 6 თვეში პირს მინიმუმ 2-ჯერ გამოუვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 ან მე-5 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი, მე-2 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას რეესტრიდან ამოღება არ ხორციელდება, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

3. განცხადების საფუძველზე რეესტრიდან ამოღება ხორციელდება ამავე განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეესტრიდან ამოღება ხორციელდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თარიღიდან.

5. რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთვის ხელახლა მიმართვა შესაძლებელია რეესტრიდან ამოღებიდან 6 კალენდარული თვის შემდეგ.

6. რეესტრიდან პირის ამოღების შემთხვევაში, 3717 მუხლის შესაბამისად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 3717მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №245“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დანართი №245

შეტყობინება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ

 

1

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება                                                         (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

4

 

 

3

 

სმფ-ების ჩამოწერის საანგარიშო პერიოდი                                                       შეტყობინების წარდგენის თარიღი

 

     

5. ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა:

რიგითი

დასახელება

სააღრიცხვო კოდი

ზომის ერთეული

რაოდენობა/

მოცულობა

ერთეულის ღირებულება სააღრიცხვო მონაცემებით

ჯამური ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8