„საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 26/02/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10(17), 05/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.489
  • Word
16
26/02/1999
სსმ, 10(17), 05/03/1999
180.012.003.489
„საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.489

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №16

1999 წლის  26 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

რკინიგზაზე ტვირთის მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მუხლ 1.4.- ს დაემატოს მე-5 აბზაცი:

"სომხეთის რესპუბლიკიდან პერლიტის სატრანზიტო გადაზიდვაზე, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 18 იანვრის №7 ბრძანებით დადგენილი 25-პროცენტიანი შეღავათის ნაცვლად დადგინდეს 50-პროცენტიანი შეღავათი".

2. მუხლი 1.4. - ის მე-4 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "ხაშური-ვალე".

3. მუხლი 4.2.3.-ის ა) ქვეპუნქტის მე-6 აბზაცში სიტყვების "სადგურ გარდაბნიდან" შემდეგ დაემატოს სიტყვები "სადგურ ხაშურამდე".

4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                               ვ. ლომაძე