სს „ქუთაისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ქუთაისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ქუთაისი"
მიღების თარიღი 18/06/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
18/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
სს „ქუთაისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს."ქუთაისი"
 
განცხადება
სს „ქუთაისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

   

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის“ დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 16 ივლისს  დღის 17 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.ქუთაისი ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.

სს „ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 16 ივნისი.

 

დღის წესრიგი

 

1. სს „ქუთაისის“ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება.

2. ცვლილებები სს „ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებადან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები: 222 53 51; 225 15 60.

 

დირექტორი:                                                                              ზ. ცინცაძე