დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15955 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 17/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016570 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“
მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „დრაფტ სურვეი (Draught/Draft survey)“ ნიშნავს მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის განსაზღვრის მეთოდს, მცურავი საშუალების წყალშიგის (ჯდომის) გაზომვის გამოყენებით. 2. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას, დასაშვები ცდომილების ნორმად დადგენილ იქნეს +/- 1%. 3. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ აისახება სურვეირული მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტში. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2020 წლის 19 მაისის № 3 სხდომის ოქმი (რეგისტრაციის № 54625-21-15 11.06.2020წ).
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები