დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016801 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2017, სარეგისტრციო კოდი: 120260010.22.026.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. ოფიცერთა შემადგენლობის №1/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი ასეულის შემადგენლობაზე: ა) დამატებით გაიცემა მწვანე ფერის ქურთუკი 1 ცალი – 2,5 წლით; ბ) ნაცვლად ,,ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 3 კომპლექტი – 2,5 წლით“, გაიცემა „ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 1 კომპლექტი“ და ,,ფორმა მწვანე ფერის (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 2 კომპლექტი – 2,5 წლით“; გ) ნაცვლად ,,კომუფლირებული შარვალი (საქარე) 1 ცალი – 2,5 წლით“, გაიცემა „მწვანე ფერის შარვალი (საქარე) 1 ცალი - 2,5 წლით“.“. 2. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობის №2/1 ნორმის: ა) სამხედრო ფორმის ტანსაცმელის ნორმების მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) შენიშვნას დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „7. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი ასეულის შემადგენლობაზე: ა) დამატებით გაიცემა მწვანე ფერის ქურთუკი 1 ცალი – 2 წლით; ბ) ნაცვლად „ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 3 კომპლექტი – 2 წლით“, გაიცემა „ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 1 კომპლექტი“ და „ფორმა მწვანე ფერის (პიჯაკი, შარვალი და კეპი) 2 კომპლექტი - 2 წლით“; გ) ნაცვლად „კომუფლირებული შარვალი (საქარე) 1 ცალი – 2 წლით“, გაიცემა „მწვანე ფერის შარვალი (საქარე) 1 ცალი – 2 წლით“.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები