დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 - ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 16/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016015 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ) უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უმაღლესი საბჭოს წევრს ამ უფლების გამოყენება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „5. თუ პლენარული სხდომის გახსნისას არ დარეგისტრირდება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.“. 4. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 117. დაინტერესებული პირების წერილები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობა 1. უმაღლესი საბჭოს წევრი იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს. 2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. 3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტები, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს ერთი თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
16 ივნისი 2020 წ. ქ. თბილისი N09 - ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები