„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017016
85
18/06/2020
ვებგვერდი, 18/06/2020
010240030.22.034.017016
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №85

2020 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016687) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციას, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციას და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, დამუშავებასა და გაცემას;“.

2. მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციას, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციას და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, დამუშავებასა და გაცემას;“.

4. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი მოაწეროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური