დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016118 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/06/2020 - 12/04/2022)
|
„არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები“ შემდეგი ფორმით:
ა) რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის – დანართი №1; ბ) სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №2; გ) ხანძარსაწინააღმდეგო მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №3; დ) სასწავლო წვრთნების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №4; ე) საზღვაო პუბლიკაციების და ჟურნალების მინიმალური მოთხოვნები შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის – დანართი №5.
|
| მუხლი 2 |
1. „სამაშველო ტივის – არქონის შემთხვევაში ცურვის რაიონი შეიზღუდოს 6 საზღვაო მილამდე – არაკონვენციურ გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები - ამოქმედდეს ყველა გემის მიმართ, გარდა ტენდერების, სწრაფმავალი კატარღების, სასეირნო კატარღების, იახტებისა.
2. წინამდებარე ბრძანებით მოთხოვნილი სამაშველო აღჭურვილობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამაშველო მოწყობილობების საერთაშორისო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. წინამდებარე ბრძანებით მოთხოვნილი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების საერთაშორისო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. შიდა ნაოსნობაში ჩართულ ყველა ტიპის გემებზე უნდა იყოს დადგენილი გემის ოფიციალური საკომუნიკაციო და სამუშაო ენა (დროშის ოფიციალური ენა ან ინგლისური ენა), რომლის ჩანაწერი უნდა იყოს აღნიშნული გემის ჟურნალში. 5. სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემზე სამაშველო ტივების შემოწმების ჩატარება განხორციელდეს 2 (ორი) წელიწადში ერთხელ. 6. შიდა ნაოსნობაში ჩართულ ყველა ტიპის გემებზე არსებული ყველა ტიპის ჟურნალის, ინსტრუქციების, პოსტერების, სავარჯიშოების საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს გემზე დადგენილ სამუშაო ენაზე და შენახვის ვადა განისაზღვროს არანაკლებ სამი წლით. 7. წინამდებარე ბრძანების მე-3 დანართის შესაბამისად მოთხოვნილი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ტიპები და განლაგება განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. აღიარებული ორგანიზაციის მოთხოვნები თანხმდება სააგენტოსთან. 8. წინამდებარე ბრძანების მე-4 დანართის შესაბამისად ჩატარებული სასწავლო წვთნების ჩანაწერები უნდა ფიქსირდებოდეს გემის ჟურნალში, ასევე გემის კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის №01 ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 4 |
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, მე-3, მე-4 და მე-5 დანართები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესები მოქმედებს ამ ბრძანების ამოქმედებამდე შემოწმებულ სამაშველო ტივებზე.
|
|
დანართი №1
რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის
შენიშვნა: Note: „*ნავსადგურის დამხმარე ფლოტი“ – სანავსადგურო საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალება. *ჰიდროგრაფიული სამუშაოების, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო მიზნებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე რადიოაღჭურვილობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 2ც – გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი რადიოგადამცემი VHF; 1ც – ფიქსირებული ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება FIXED VHF DSC მიუხედავად ცურვის რაიონისა. 1ც უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS); 1ც – ნავიგაციური უსაფრთხოების და მეტეოროლოგიური შეტყობინების (NAVTEX) მიმღები.
დანართი №2
შენიშვნები: ბუქსირი, რომლის სიმძლავრე 750 კვ და მეტია დამატებით: 1ც – თერმული დამცავი /2ც – ჰიდროკოსტუმი /1ც –თოკის სასროლი აპარატი
*1 – თუ გემზე არ არის სამაშველო ტივი, ცურვის რაიონი შეიზღუდოს 6 საზღვაო მილამდე. *2 – არ ეხება 12-მილიან ზონაში მცურავ ტენდერებს, სწრაფმავალ კატარღებს, სასეირნო კატარღებს, იახტებს. *3 – სამგზავრო გემის მიმართ – განუსაზღვრელად ცურვის რაიონისა, ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-თვის. სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემის მიმართ – რომელიც ნაოსნობს ხმელეთიდან 1 (ერთი) საზღვაო მილის ჩათვლით, მოეთხოვებათ სამაშველო ტივი ან კოლექტიური სამაშველო რგოლები (ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის 100%-თვის) ან სამაშველო რგოლი (ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის 100%- თვის) *4 – ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-თვის გემის ორივე მხარეს, ან გემის ბორტზე ორივე მხრიდან ჩაშვების შესაძლებლობით. აღნიშნული სამაშველო აღჭურვილობა არ ეხება იახტებს.
დანართი №3 ხანძარსაწინააღმდეგო მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციურ გემებზე[1]
[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა, არათვითმავალი ბარჟა. [2]არსებული მინიმალური მოთხოვნებიდან გემზე უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი სათადარიგო ცეცხლმაქრი. [3]სასეირნო კატარღას, რომელსაც გადაჰყავს მაქსიმუმ 12 მგზავრი, მოეთხოვება 1 ც ცეცხლმაქრი. [4]სამანქანო განყოფილებაში არსებულ ყველა მინას უნდა გააჩნდეს მეტალის დამცავი ან უნდა იყოს დალუქული. [5]გარდა არსებული სამგზავრო გემებისა და არათვითმავალი ბარჟისა. [6]მცურავ საშუალებაზე ავარიული გასასვლელები უნდა იყოს მარკირებული წითელი ფერით და მისი გაღება/დახურვა უნდა განხორციელდეს ორივე მხრიდან. [7]იმ მცურავ საშუალებაზე, რომელზეც არსებობს ავარიული გასასვლელები. [8]ინსტრუქციები უნდა ოყოს გამოკრული თვალსაჩინო ადგილას და სამუშაო ენაზე. [9]მცურავ საშუალებაზე კამბუზის არსებობის შემთხვევაში.
დანართი №4
სასწავლო წვრთნების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის[1]
შენიშვნა: 1. ნავსადგურის დამხმარე ფლოტის მცურავ საშუალებებზე წვრთნების ჩატარება შესაძლებელია რამდენიმე გემზე ერთდროულად. 2. ხანძრის ინდეტიფიცირება, შესაძლებლობიდან გამომდინარე ლოკალიზება, განგაშის გამოცხადება, ავარიული ჯგუფის და საქრობი აღჭურვილობების მზადყოფნაში მოყვანა და სხვა საჭირო მოქმედებები.
[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, სასეირნო კატარღები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა გარდა, არათვითმავალი ბარჟისა. [2] გემზე არსებობის შემთხვევაში. [3] გემზე არსებობის შემთხევაში. დანართი №5 საზღვაო პუბლიკაციებისა და ჟურნალების მინიმალური მოთხოვნები შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის[1]
შენიშვნა: 1. ზემოთ აღნიშნული პუბლიკაციები გემზე შესაძლებელია იყოს ელექტრონული ან მატერიალური სახით. 2. ელექტრონული პუბლიკაციები უნდა იყოს ლიცენზირებული და განახლებული (ბოლო) ვერსიები. 3. მცურავ საშუალებაზე ელექტრონულ კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ECDIS) არსებობის შემთხვევაში არ მოეთხოვებათ ამავე დანრთში მე-14 ცხრილში აღნიშნული სანავიგაციო რუკები (Nautical Charts).
[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, სასეირნო კატარღები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა, არათვითმავალი ბარჟისაა. [2] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა და თევზსაჭერი გემებისა. [3] ყველა ტიპის 400 GT და მეტი გემიბისთვის და 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემებისთვის. [4] ყველა ტიპის გემისთვის, რომელსაც გადააქვს სახიფათო ტვირთები. [5] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [6] აღნიშნული პუბლიკაცია გემზე უნდა იყოს ბეჭდური ვერსია (hard copy). [7] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [8] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს. [9] აღნიშნული პუბლიკაცია გემზე უნდა იყოს ბეჭდული ვერსია (hard copy). [10] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს. [11] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [12] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს. [13] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [14] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [15] ყველა ტიპის 400 GT და მეტი გემისთვის. ასევე იმ გემზე, რომელსაც გადაჰყავს 15 და მეტი ადამიანი. [16] ის მცურავი საშუალებები, რომელიც არის 12 მეტრი და მეტი. [17] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა. [18] ყველა ტიპის 100 GT და მეტი გემისთვის. ასევე იმ გემზე ,რომელსაც გადაჰყავს 15 და მეტი ადამიანი. [19] 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემისთვის და ყველა ტიპის 400 GT და მეტი გემისთვის. [20] 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემებისთვის.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები