„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14473
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/06/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016568
14473
02/06/2020
ვებგვერდი, 18/06/2020
000000000.00.00.016568
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №14473

2020 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტები:

„20. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული ქმედება არ ხორციელდება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

22. ამ მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს.“.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, იმ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია, გაუუქმდეს 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის ფიქსირდება ზედმეტად გადახდილად და რომელზეც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                                   ლევან კაკავა.