დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,ჯიხა“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №228
2020 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,ჯიხა ს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 220354729) გაკოტრების საქმის წარმოება;
2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge), ასევე გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის;
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პაპუნა ლეჟავა
ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები