„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016646
1-1/219
15/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
310000000.22.024.016646
„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1-1/219 – №01-59/ნ – №133

2020 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/06/2020, 310000000.22.024.016643) და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი

1. თუ ამ წესების მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას (სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენზე და ანტისხეულზე) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში,  საქართველოში შემოსვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უარს აცხადებს სწრაფ მარტივ ტესტირებაზე;

ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში. აღნიშნული ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების მომენტიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 72-საათიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, მისი დამსაქმებელი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

4. თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი უარს აცხადებს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე, ამ შემთხვევაში აღნიშნული მძღოლი დაექვემდებარება საკარანტინე სივრცეში განთავსებას საქართველოში შემოსვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული მძღოლი ვალდებულია მისი უარის თაობაზე შეატყობინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო), რომელიც მძღოლს განუსაზღვრავს შესაბამის საკარანტინე სივრცეს და იქ გამოცხადებისთვის აუცილებელ გონივრულ ვადას, პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ან მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს მძღოლის უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათს.

5. სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვალდებულია სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საკარანტინე სივრცეების (შესაბამისი სასტუმროების), მათ შორის, ადგილების რაოდენობის თაობაზე.

6. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება აქვს, შესაბამისი გაუთვალისწინებელი ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს განუსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები, რომლის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში.

7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

2. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა, ამ მუხლის თანახმად.“.

2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, ასევე შესაბამისი ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი, იმპორტიორი ვალდებულია, დროულად განახორციელოს შესაბამისი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ოპერაციები და პროცედურები, რათა საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოხდეს „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით“ დადგენილ ვადებში.

2.  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, რომელსაც არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, შესაბამის იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარუდგენს ინფორმაციას ამ წესების მე-2 ან/და მე-3 მუხლის შესაბამისად, ჩატარებული ტესტირებ(ებ)ისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროის თაობაზე.

3. თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით, აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში (გარდა ტრანზიტისა), მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირება (სწრაფი მარტივი) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან ყოველ 72 საათში ერთხელ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისათვის  შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

2. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა, ამ მუხლის თანახმად.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.  პასუხისმგებლობა

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაარღვევს ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილ ვადებსა და მოთხოვნებს, აღნიშნულის თაობაზე სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან სსიპ – შემოსავლების სამსახური ინფორმაციას აწვდის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირი დამატებით ექვემდებარება სწრაფ მარტივ ტესტირებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

3. ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საბაჟო კონტროლის ზონაში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი