სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-884/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2020
სარეგისტრაციო კოდი
02-884/ო
05/06/2020
ვებგვერდი, 16/06/2020
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-884/ო

2020 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერზე“ (ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. №1) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

 საფუძველი:

შპს „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის“ დირექტორის ზ. რაინაულის განცხადებები:

№23229 27.02.2020წ; №29549 13.03.2020წ №53581 04.06.2020წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ნ-518-18 03.06.2020 წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №4 05.06.2020წ.

 

დირექტორი                                                                                              ზაალ კაპანაძე