დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016186 |
|
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პერსონალის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკლასო, ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდებით. ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ეკიპაჟის წევრის, ჩატვირთვაზე ზედამხედველი პირის, ჩატვირთვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის, საფრენოსნო ექსპლუატაციის თანამშრომლის (ოფიცრის)/ფრენების დაგეგმარების უზრუნველყოფის დისპეტჩერის (ტი-ებით განსაზღვრული მე-10, მე-11, მე-16 და მე-17 კატეგორიები) მოსამზადებლად. აღნიშნული სასწავლო კურსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები