დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15403 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 12/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016567 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) ა) მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო;“; ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო ახორციელებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ: ა) ამ დებულების მე-8, 91 და 93 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ბ) კონსულტაციის გაწევას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით; გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევას, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა; დ) სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას; ე) საგადასახადო ორგანოში წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგს; ვ) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზის, რისკის ფაქტორების განსაზღვრას.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები