დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.022080 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესით სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. თანამშრომლებს უფლება აქვთ, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოიყენონ ნაწილ-ნაწილ (არაუმეტეს ორისა), გარდა სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შემთხვევისა.“. 2. მე-20 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“;
გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“;
დ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები