დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.022079 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 140080000.10.003.020403) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების“:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკადრო საქმიანობის განმახორციელებელ ქვედანაყოფს (შემდგომში – საკადრო ქვედანაყოფი) სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად (როგორც წესი) საკადრო ქვედანაყოფს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება მას ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატის მიერ სპეციალური საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო საკადრო ქვედანაყოფს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური საექიმო კომისიის დასკვნას. 3. საკადრო ქვედანაყოფის მიერ წარდგენილი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის სასწავლო-მოსამზადებელი ფუნქციის განმახორციელებელი ქვედანაყოფი (შემდგომში – სასწავლო ქვედანაყოფი).“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამხედრო სავალდებულო, აგრეთვე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამავე სამინისტროს შესაბამის სამსახურს ასევე ეცნობება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე სპეციალური შესწავლის ან/და სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების უარყოფითი შედეგების გამო.“. 4. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და საკონტრაქტო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნისას, აგრეთვე შესაბამისი სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლების შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დათხოვნილ პირთა შესახებ აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო სამსახურის საკადრო ქვედანაყოფი ატყობინებს აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები