დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.022078 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:
1. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მათი ოჯახის წევრების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;“. 2. მე-8 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4.მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სამსახურში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან სამსახურის უფროსის მოადგილეები, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების) უფროსები, მათი მოადგილეები, აღნიშნული დანაყოფების შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების (მეორადი სტრუქტურული ერთეულების) უფროსები და საშტატო ნუსხით მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“. 5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 15. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამსახურის ადმინისტრაცია(დეპარტამენტი); ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; გ) პირადი დაცვის დეპარტამენტი; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ე) ოპერატიული დეპარტამენტი; ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); თ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ი) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი; კ) ესკორტირების მთავარი სამმართველო; ლ) სამედიცინო მთავარი სამმართველო; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ნ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.“. 6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 1. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური შემოწმების ღონისძიებათა განხორციელება, სპეციალურ შემოწმებასა და სამსახურებრივი მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებაზე პირთა დაშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და სისტემატიზაცია; დ) თანამშრომელთა პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ბრძანებათა პროექტების მომზადება; ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის საატესტაციო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ვ) სამსახურის სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესის, მათ შორის, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებებისა და პროფესიულ სწავლებებზე წარდგინებების დადგენილი სტანდარტების მიხედვით წარმართვაზე კონტროლისა და საერთო კოორდინაციის განხორციელება; ზ) სამსახურის სისტემაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; თ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საკადრო მუშაობის მეთოდური კოორდინაცია; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფუნქციონირება; კ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სტანდარტების, პროფესიული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით სწავლებაზე წარდგენილ პირთა ფიზიკური, საცეცხლე, ტაქტიკური და საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფა, შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება, ეტაპობრივი ან/და შემაჯამებელიტესტებისა და ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ღია საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების რეგულირება; ნ) სამსახურის უფროსის საჯარო გამოსვლების, მოხსენებებისა და სამსახურის მიერ განსახორციელებელი წარმომადგენლობითი ღონისძიებების ორგანიზაციული და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მართვა და მასზე შესაბამისი ინფორმაციისგანთავსების უზრუნველყოფა. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის ხელმძღვანელობისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სათანადო მსვლელობის მიცემა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სისტემაში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის კონტროლი, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და კონსულტაციების გაწევა; გ) სამართლებრივ საკითხებზე სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საქმიანობის მეთოდური კოორდინაცია; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების/წინადადებების მომზადება; ე) საქართველოს პარლამენტთან სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობების წარმართვა, სასამართლო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, აგრეთვე კერძო სუბიექტებთან სამართლებრივ ურთიერთობებში სამსახურის ინტერესების წარმოდგენა სამსახურის უფროსის დავალების ან/და შესაბამისი ოფიციალური მინდობილობის საფუძველზე; ვ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მხარდაჭერა, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული საკითხების დამუშავებაში ჩართულობა, სამსახურის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან/და მასში მონაწილეობის მიღება; ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შესაბამის ორგანოებთან სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის პირობების წინასწარი სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი რეგლამენტაცია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დოკუმენტების (მემორანდუმი, ხელშეკრულება და სხვა) პროექტების განხილვა და მომზადება; თ) სამსახურის სისტემაში საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის კონტროლი, საიდუმლო-სარეჟიმო ნორმების დაცვისა და საქმისწარმოების საერთო წესების დამკვიდრების სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი შემოწმებების ჩატარება და რეკომენდაციების გაცემა, სამსახურის ცენტრალური კანცელარიის (საქმისწარმოების), საუწყებო და ოპერატიული არქივების მართვა-ფუნქციონირება, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების მეთოდური კოორდინაცია; ი) სამსახურის სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების/განახლების ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებასთან დაკავშირებით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებსა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ ორგანოებში განსახორციელებელი ღონისძიებების საერთო კოორდინაცია; კ) საქართველოს აეროპორტების შეზღუდული დაშვების ზონებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის სისტემის თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ლ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პირების საქართველოში ვიზიტის დროს მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, გადაადგილებისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა და სათანადო რეესტრის წარმოება; მ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის ანგარიშებისა და სამართლებრივ საკითხებზე სამსახურის უფროსის მოხსენებების მომზადება. 3. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მათი ოჯახების წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრებისუსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში; გ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებულ სამსახურის სხვა დასაცავ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; დ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომელთა პერსონალური დაცვის თაობაზე მიიღება გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა; ვ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა. 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება; ბ) დაცვის ობიექტებზე სასაშვო რეჟიმისა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე წესრიგის უზრუნველყოფა; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასაცავი პირების ხშირი მონახულების ობიექტებზე სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის ორგანიზება და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) ოპერატიული ინფორმაციის ან/და სხვა ობიექტური წინაპირობების საფუძველზე, დასაცავი პირების დროებითი სამყოფლის დაცვითი ღონისძიებების განხორციელება. 5. ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე, აგრეთვე სამსახურის სხვა შესაბამის დასაცავ პირთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ოპერატიული უზრუნველყოფა; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, სამსახურის სხვა შესაბამისი დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური (ლიტერული) რეისების მომზადების ოპერატიული უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება; ე) სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების დაცვით ღონისძიებათა დაგეგმვის უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების დაცვით ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა; ზ) დაცვითი ღონისძიების მომზადებისას და განხორციელებისას, რადიოეთერის მეშვეობით, სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა, დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული მართვის ცენტრის ფუნქციონირება. 6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დაცვის ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა; ბ) დაცვის ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა; ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა; ზ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 7. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) მოსამსახურეთა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო კონტაქტების, აგრეთვე ისეთი კავშირების გამოვლენა და შესწავლა, რომლებიც შესაძლოა, არასასურველ ზემოქმედებას ახდენდეს პირად შემადგენლობაზე; გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირება; დ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას განაწესების მიმდინარეობის კონტროლი; ე) გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეების მიერ შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ვ) სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კონტროლი. 8. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ვ) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; ზ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ი) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; კ) სამსახურის უფროსის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება. 9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მათი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით ნეიტრალიზება; გ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება. 10. ესკორტირების მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; ბ) მიღებული დავალებისა და დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; გ) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. 11. სამედიცინო მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; ბ) სხვა დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა; გ) სამსახურის თანამშრომლების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური საექიმო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება და განხორციელება; დ) დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე, აგრეთვე დაცვის ობიექტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება. 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად. 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების პირადი დაცვით უზრუნველყოფა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დაცვის ობიექტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა; გ) განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამსახურის დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები