შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 173/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016612
173/1
09/04/2019
ვებგვერდი, 16/06/2020
480610000.03.030.016612
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,

სურთ რა, გააადვილონ თავიანთი სახელმწიფოების დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

მუხლი 2

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, პირველადი შესვლისათვის არ მოეთხოვებათ ვიზის მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

მუხლი 4

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

2. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.

მუხლი 5

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონისა და მართლწესრიგის, ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 6

1. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ ნიმუშებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 60 (სამოცი) დღით ადრე.

3. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეების მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის პირობებს.

მუხლი 8

ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. აღნიშნული დოკუმენტები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.

 

შესრულებულია 2019 წლის 9 პარილს, ქ. კიტოში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.


 

საქართველოს მთავრობის სახელით     ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ხელმოწერილია                                                                                                          ხელმოწერილია