ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302 საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302 საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC
დოკუმენტის ნომერი (EU) 2015/2302
დოკუმენტის მიმღები ევროპის კავშირის საბჭო
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2020
სარეგისტრაციო კოდი
(EU) 2015/2302
25/11/2015
ვებგვერდი, 12/06/2020
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302 საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC
ევროპის კავშირის საბჭო

 

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302

საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 114-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა ევროკომისიის წინადადებას,

საკანონმდებლო აქტის პროექტის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის გადაცემის შემდეგ,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას[1],

რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების საფუძველზე,

მოქმედებენ რა მიღებული საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად[2],

ვინაიდან:

(1) საბჭოს დირექტივა 90/314/EEC[3] განსაზღვრავს მომხმარებელთა რიგ მნიშვნელოვან უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია საგზურით მოგზაურობასთან, განსაკუთრებით, საინფორმაციო მოთხოვნებთან, მოვაჭრეთა ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობის განხორციელებასთან და ორგანიზატორის ან ინდივიდუალური კომპანიის გადახდისუუნარობისგან დაცვასთან. თუმცა, საკანონმდებლო ბაზა უნდა მიესადაგოს ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რათა ის გახდეს შიდა ბაზრისთვის უფრო შესაფერისი, აცილებული იქნეს ორაზროვნება და შეივსოს კანონმდებლობაში არსებული ხვრელები.

(2) ტურიზმი ევროკავშირის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საგზურით მოგზაურობის, საგზურით დასვენებისა და ტურისტული მომსახურების პაკეტების (შემდგომში - პაკეტები) წილი მნიშვნელოვანია ტურისტულ ბაზარზე. აღნიშნული ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა დირექტივის 90/314/EEC მიღების შემდეგ. ტრადიციულ მიწოდების ჯაჭვებთან ერთად ინტერნეტი იქცა მნიშვნელოვან საშუალებად, რომლითაც ხორციელდება სამოგზაურო მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა. სამოგზაურო მომსახურებები არამხოლოდ ტრადიციული, წინასწარ განსაზღვრული პაკეტების ფორმითაა გაერთიანებული, არამედ ხშირად გაერთიანებულია მომხმარებელზე მორგებულად. სამოგზაურო მომსახურებების ბევრი ეს კომბინაცია არის ან სამართლებრივად „რუხ ზონაში“, ან აშკარად არ შედის დირექტივაში 90/314/EEC. ამ დირექტივის მიზანია დაცვის სფეროს ადაპტირება ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული განვითარების პროცესები, გაიზარდოს გამჭვირვალობა და სამართლებრივი განსაზღვრულობა მოგზაურებისა და მოვაჭრეებისთვის.

(3) ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლის 169(1) და მუხლის 169(2)(a) ქვეპუნქტი უზრუნველყოფს ევროკავშირის წვლილს მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მიღწევაში, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლის 114 თანახმად მიღებული ზომების საშუალებით.

(4) დირექტივა 90/314/EEC წევრ სახელმწიფოებს აძლევს მოქმედების თავისუფლებას ტრანსპოზიციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოების კანონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები ისევ არსებობს. სამართლებრივი დანაწევრების გამო ბიზნესებს მეტი ხარჯი აქვთ, ხოლო ის, ვისაც წევრი სახელმწიფოების დონეზე სურს მუშაობა, ხელი ეშლება და, შესაბამისად, იზღუდება მომხმარებლების არჩევანი.

(5) ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლის 26(2) და მუხლის 49 შესაბამისად, შიდა ბაზარი უნდა მოიცავდეს შიდა საზღვრების არმქონე ზონას, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება და დაფუძნებისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. საგზურით მოგზაურობასა და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიზაცია საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას რეალური სამომხმარებლო შიდა ბაზარი აღნიშნულ ზონაში, რითიც მიიღწევა სწორი ბალანსი მომხმარებელთა მაღალ დონეზე დაცვასა და ბიზნესების კონკურენტუნარიანობას შორის.

(6) საგზურით მოგზაურობის ბაზრის ტრანსსასაზღვრო პოტენციალი ევროკავშირში ამჟამად სრულად არაა გამოყენებული. სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში არსებული განსხვავებები მოქმედ მოგზაურთა დაცვის წესებში, მოგზაურობის მსურველებს ხალისს უკარგავს, შეიძინონ პაკეტები და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები ერთი წევრი სახელმწიფოდან სხვა წევრ სახელმწიფოში სამოგზაუროდ და, მსგავსად ამისა, ხალისს უკარგავს ორგანიზატორებსა და ინდივიდუალურ კომპანიებს, გაყიდონ ამგვარი მომსახურებები ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორე წევრ სახელმწიფოში სამოგზაუროდ. იმისათვის, რომ მოგზაურებმა და მოვაჭრეებმა სრულად ისარგებლონ შიდა ბაზრით და უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელთა დაცვა მაღალ დონეზე ევროკავშირის ფარგლებში, საჭიროა, კიდევ უფრო დაახლოვდეს წევრი სახელმწიფოების კანონები, რომლებიც დაკავშირებულია პაკეტებთან და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებთან.

(7) მოგზაურთა უმეტესობა, რომელიც ყიდულობს პაკეტებს ან კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, არიან მომხმარებლები, ევროკავშირის კანონში მომხმარებელთა შესახებ მოცემული მნიშვნელობით. ამავდროულად, ყოველთვის ადვილი არ არის, განასხვავო მომხმარებლები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ან პროფესიონალები, რომმლებიც მოგზაურობას ჯავშნიან თავიათ საქმიანობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებით იმავე დაჯავშნის არხების მეშვეობით, რომლითაც სარგებლობენ მომხმარებლები. ამგვარი მოგზაურები ხშირად მსგავსი დონის დაცვას საჭიროებენ. ამის საპირისპიროდ, არიან კომპანიები ან ორგანიზაციები, რომლებიც კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს უზრუნველყოფენ ზოგადი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებიც ხშირად იდება რამდენიმე სამოგზაურო მომსახურებისთვის გარკვეული ვადით, მაგალითად, ტურისტულ საწარმოსთან. სამოგზაურო მომსახურებების ეს უკანასკნელი ტიპი არ მოითხოვს ისეთი დონის დაცვას, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის. აქედან გამომდინარე, ეს დირექტივა უნდა შეეხოს საქმიან მოგზაურობაში მყოფ პირებს, მათ შორის, თავისუფალი პროფესიების წარმომადგენლებს ან თვითდასაქმებულებს, ან სხვა ფიზიკურ პირებს, როდესაც ისინი არ გეგმავენ სამოგზაურო მომსახურებებს საერთო ხელშეკრულების საფუძველზე. დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, რათა ევროკავშირის კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინში - „მომხმარებელი“ - არ აგვერიოს, ამ დირექტივით დაცული პირები მოხსენიებული უნდა იყვნენ, როგორც „მოგზაურები“.

(8) რამდენადაც სამოგზაურო მომსახურებების გაერთიანება სხვადასხვა გზით შეიძლება, მიზანშეწონილია, პაკეტად მივიჩნიოთ სამოგზაურო მომსახურებების ყველა კომბინაცია, რომლის მახასიათებლებს მოგზაურები, ჩვეულებრივ, აკავშირებენ პაკეტებთან, კერძოდ, როდესაც ცალკეული სამოგზაურო მომსახურებები ერთიანდება ერთ სამოგზაურო პროდუქტად, რომლის სათანადო შესრულებაზეც პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზატორი. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით[4], მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულია თუ არა სამოგზაურო მომსახურებები რომელიმე ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია მოგზაურთან ან მოგზაურის მოთხოვნით, ან მოგზაურის არჩევანის შესაბამისად. იგივე პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული მიუხედავად იმისა, დაჯავშნა ხდება მთავარი ქუჩის მოვაჭრის მეშვეობით თუ ონლაინ.

(9) გამჭვირვალობისთვის, პაკეტები უნდა განსხვავდეს კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებებისგან, როდესაც ონლაინ მოვაჭრეები ან მთავარი ქუჩის მოვაჭრეები ეხმარებიან მოგზაურებს სამოგზაურო მომსახურებების შეძენაში, რასაც მოჰყვება მოგზაურის მიერ ხელშეკრულებების დადება სამოგზაურო მომსახურების სხვადასხვა მიმწოდებელთან, მათ შორის, კომბინირებული დაჯავშნის პროცესების საშუალებით, რომლებიც არ შეიცავს პაკეტის ნიშნებს და რომელთან დაკავშირებითაც არ არის მიზანშეწონილი, გამოყენებული იქნეს პაკეტებთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება.

(10) ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიზანშეწონილია, უფრო დაწვრილებით განიმარტოს პაკეტები ალტერნატიული, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც მეტწილად დაკავშირებულია სამოგზაურო მომსახურებების წარდგენის ან შეძენის ფორმასთან და ასევე გარემოებები, როცა მოგზაურებს შეიძლება ჰქონდეთ მოლოდინი, რომ იქნებიან დაცული წინამდებარე დირექტივის მიხედვით. ეს ხდება, მაგალითისათვის, როდესაც განსხვავებული ტიპის სამოგზაურო მომსახურებები შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ან დასვენების მიზნით ერთ რეალიზაციის პუნქტში და ეს მომსახურებები შერჩეულია მანამ, სანამ მოგზაური დათანხმდება გადახდაზე, ანუ, იმავე დაჯავშნის პროცეში, ან, როდესაც ამგვარი მომსახურებების შეთავაზება, გაყიდვა ან შეფასება ხდება ტურისტული პაკეტის ფასად ან საერთო ფასად; აგრეთვე, როდესაც ამგვარი მომსახურებების რეკლამირება ან გაყიდვა ხდება „პაკეტის“ სახელწოდებით, ან მსგავსი ტერმინის ქვეშ, რომელიც მიუთითებს მჭიდრო კავშირზე შესაბამის სამოგზაურო მომსახურებებს შორის. მაგალითად, ამგვარი მსგავსი ტერმინები შეიძლება იყოს „კომბინირებული გარიგება“, „ყოვლისმომცველი“ ან „კომპლექსური მომსახურება“.

(11) საჭიროა, განიმარტოს, რომ პაკეტს შეადგენს კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლითაც მოვაჭრე მოგზაურს აძლევს უფლებას, აირჩიოს სამოგზაურო მომსახურებები სხვადასხვა ტიპის მომსახურებებიდან, როგორც, მაგალითად, საგზურით მოგზაურობის სასაჩუქრე ყუთის შემთხვევაში. უფრო მეტიც, სამოგზაურო მომსახურებების კომბინაცია მიჩნეული უნდა იქნეს პაკეტად, როდესაც მოგზაურის სახელი, გადახდის დეტალები და ელექტრონული ფოსტის მისამართი გადაიცემა მოვაჭრეებს შორის და როდესაც იდება სხვა ხელშეკრულება, პირველი სამოგზაურო მომსახურების ჯავშანის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

(12) ამავდროულად, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები უნდა განსხვავდებოდეს სამოგზაურო მომსახურებებისგან, რომელთაც მოგზაურები დამოუკიდებლად ჯავშნიან, ხშირად სხვადასხვა დროს, თუნდაც ერთი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში. კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების ონლაინ შეთავაზება ასევე უნდა განსხვავდებოდეს მიბმული ვებგვერდებისგან, რომლებიც მიზნად არ ისახავს ხელშეკრულების დადებას მოგზაურთან და იმ ბმულებისგან, რომელთა მეშვეობით მოგზაურები, უბრალოდ, იღებენ ზოგად ინფორმაციას დამატებითი სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, მაგალითად, როდესაც სასტუმრო ან ღონისძიების ორგანიზატორი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ყველა ოპერატორის ნუსხას, რომლებიც ჯავშანისგან დამოუკიდებლად სთავაზობენ სატრანსპორტო მომსახურებას მის ტერიტორიაზე, ან თუ „ქუქი ფაილები“ ან მეტამონაცემები გამოყენებულია ვებგვერდებზე რეკლამების განსათავსებლად.

(13) საჭიროა, განისაზღვროს სპეციალური წესები როგორც მთავარი ქუჩის მოვაჭრეებისთვის, ისე ონლაინ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც, ერთჯერადი სტუმრობის ან მათი რეალიზაციის პუნქტთან ერთჯერადი კონტაქტის შემთხვევაში, მოგზაურებს ეხმარებიან მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან ცალკეული ხელშეკრულებების გაფორმებაში. სპეციალური წესები უნდა განისაზღვროს ასევე ონლაინ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც, მაგალითად, ონლაინ კომბინირებული დაჯავშნის პროცესის საშუალებით, მიზანმიმართულად ეხმარებიან მოგზაურებს სხვა მოვაჭრისგან მინიმუმ ერთი დამატებითი სამოგზაურო მომსახურების შეძენაში, როდესაც ხელშეკრულება იდება პირველი სამოგზაურო მომსახურების ჯავშანის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამგვარი დახმარება ხშირად ეფუძნება კომერციულ კავშირს, რომელშიც შედის ანაზღაურება დამატებითი სამოგზაურო მომსახურებების შეძენაში დახმარების აღმომჩენ მოვაჭრესა და სხვა მოვაჭრეს შორის, მიუხედავად ამგვარი ანაზღაურების გაანგარიშების წესისა, რომელიც, მაგალითად, შესაძლოა, ეფუძნებოდეს დაწკაპუნების რაოდენობას ან ბრუნვას. აღნიშნული წესები, მაგალითად, გამოიყენება, როდესაც პირველი სამოგზაურო მომსახურების ჯავშანის დადასტურებასთან ერთად, როგორიცაა ფრენა ან მგზავრობა მატარებლით, მოგზაური იღებს შეთავაზებას, დაჯავშნოს დამატებითი სამოგზაურო მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია სამოგზაუროდ შერჩეულ ადგილას, მაგალითად, სასტუმროს ნომერი, მომსახურების სხვა მიმწოდებლის ან შუამავლის დაჯავშნის ვებგვერდის ბმულის მითითებით. მაშინ, როდესაც ეს მომსახურებები არ უნდა შედიოდეს პაკეტებში ამ დირექტივის განმარტებით, რომლის მიხედვითაც ერთი ორგანიზატორი ვალდებულია, სათანადოდ გასწიოს ყველა სამოგზაურო მომსახურება, ამგვარი კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები წარმოადგენს ალტერნატიულ ბიზნესმოდელს, რომელიც ხშირად ძლიერ კონკურენციას უწევს პაკეტებს.

(14) კეთილსინდისიერი კონკურენციის უზრუნველსაყოფად და მოგზაურთა დასაცავად უზრუნველყოფის გარანტიის ვალდებულება გადახდილი თანხის დაბრუნებასა და მოგზაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით გადახდისუუნარობის შემთხვევაში ასევე უნდა შეეხოს კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს.

(15) სამოგზაურო მომსახურების შეძენა დამოუკიდებლად, როგორც ერთჯერადი სამოგზაურო მომსახურებისა, არ წარმოადგენს არც პაკეტს და არც კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას.

(16) იმისათვის, რომ მოგზაურებისთვის უფრო გასაგები იყოს და მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებულ სამოგზაურო მომსახურებებთან დაკავშირებით, მოვაჭრეებმა გარკვევით უნდა განაცხადონ, რას სთავაზობენ - პაკეტს თუ კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას და უნდა მიაწოდონ ინფორმაცია დაცვის შესაბამისი დონის შესახებ მანამ, სანამ მოგზაური დათანხმდება გადახდაზე. მოვაჭრის დეკლარაცია, ბაზარზე წარმოდგენილი სამოგზაურო პროდუქტის იურიდიულ ბუნებასთან დაკავშირებით, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროდუქტის ნამდვილ იურიდიულ ბუნებას. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეები არ მიაწვდიან მოგზაურებს ზუსტ ინფორმაციას, უნდა ჩაერიონ შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები.

(17) პაკეტის ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების იდენტიფიცირებისას გაითვალისწინება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის სამოგზაურო მომსახურებების კომბინაცია, როგორებიცაა: საცხოვრებელი, მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, რკინიგზით, წყლით ან საჰაერო გზით, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან გარკვეული მოტოციკლების გაქირავება. საცხოვრებლებში ცხოვრების მიზნით განთავსება, მათ შორის, გრძელვადიანი ენის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, არ უნდა იქნეს მიჩნეული ისეთ საცხოვრებლად, როგორი მნიშვნელობითაც ამ დირექტივაშია მოცემული. ფინანსური მომსახურება, როგორიცაა სამოგზაურო დაზღვევა, არ უნდა იქნეს მიჩნეული სამოგზაურო მომსახურებად. ამასთან, მომსახურებები, რომლებიც თავიანთი არსით სხვა სამოგზაურო მომსახურების ნაწილია, არ უნდა იქნეს მიჩნეული თავისთავად სამოგზაურო მომსახურებებად. ამაში შედის, მაგალითად, ბარგის გადაზიდვა, როგორც მგზავრების გადაყვანის ნაწილი, მცირე სატრანსპორტო მომსახურებები, როგორებიცაა: მგზავრების გადაყვანა გიდის თანხლებით ტურის ფარგლებში ან სასტუმროდან აეროპორტში, ან რკინიგზის სადგურში, კვება, სასმელი და დასუფთავება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომსახურების ნაწილს, ან წვდომა ადგილზე არსებულ ობიექტებზე, როგორებიცაა: საცურაო აუზი, საუნა, სპა ან სპორტდარბაზი, რომელიც ხელმისაწვდომია სასტუმროს სტუმრებისთვის. ამაში ასევე იგულისხმება, რომ იმ შემთხვევებში, თუ (კრუიზის შემთხვევისგან განსხვავებით)ღამის გასათევი უზრუნველყოფილია, როგორც მგზავრების საგზაო, სარკინიგზო ან საჰაერო ტრანსპორტირების ნაწილი, ის არ უნდა იქნეს მიჩნეული თავისთავად სამოგზაურო მომსახურებად, თუ მთავარ კომპონენტს აშკარად ტრანსპორტირება წარმოადგენს.

(18) სხვა ტურისტული მომსახურებები, რომლებიც არსებითად არ წარმოადგენს მგზავრების გადაყვანის, საცხოვრებლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების ნაწილს, შეიძლება მაგალითად, იყოს დაშვება კონცენრტებზე, სპორტულ მოვლენებზე, ექსკურსიებზე ან ღონისძიებების პარკებში, ტურები გიდის თანხლებით, სამთო-სათხილამურო აბონემენტები და სპორტული აღჭურვილობის დაქირავება, როგორიცაა სათხილამურო აღჭურვილობა, ან სპა პროცედურებით მკურნალობა. თუმცა, თუ ამგვარი მომსახურებები გაერთიანდება მხოლოდ ერთ სხვა ტიპის სამოგზაურო მომსახურებასთან, მაგალითად, საცხოვრებელთან, ამას პაკეტის ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების შექმნა მოჰყვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეადგენს პაკეტის ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან წილს, ან რეკლამირებულია, როგორც, ან სხვაგვარად წარმოადგენს მოგზაურობის ან დასვენების არსებით ელემენტს. თუ სხვა ტურისტული მომსახურებები შეადგენს კომბინაციის ღირებულების 25%-ს ან მეტს, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ეს მომსახურებები წარმოადგენს პაკეტს ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან წილს. საჭიროა დაზუსტდეს, რომ როდესაც, მაგალითად, სასუტმროს ნომერს, რომელიც დაჯავშნილია, როგორც დამოუკიდებელი მომსახურება, ემატება სხვა ტურისტული მომსახურებები მოგზაურის სასტუმროში მისვლის შემდეგ, ეს არ წარმოადგენს პაკეტს. ამან არ უნდა მიგვიყვანოს ამ დირექტივის გვერდის ავლასთან იმით, რომ ორგანიზატორებმა ან ინდივიდუალურმა კომპანიებმა მოგზაურს შეთავაზონ დამატებითი ტურისტული მომსახურებების წინასწარ შერჩევა და ამ მომსახურებებისთვის ხელშეკრულება გაუფორმონ მხოლოდპირველი სამოგზაურო მომსახურების განხორციელების პროცესში.

(19) ვინაიდან მოგზაურების დაცვის საჭიროება მოკლევადიანი მოგზაურობების შემთხვევებში ნაკლებია და იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო ტვირთი მოვაჭრებისთვის, მოგზაურობები, რომლებიც 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება და არ მოიცავს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, აგრეთვე, პაკეტებს ან კომბინირებულ სამოგზაურო მომსაუხრებებს, რომლებიც შეთავაზებულია ან უზრუნველყოფილია დროდადრო და არა მოგების მიზნით და მოგზაურთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის, უნდა გამოირიცხოს ამ დირექტივის რეგულირების სფეროდან. მაგალითად, ეს უკანასკნელი შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობებს, რომლებსაც წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე აწყობს საქველმოქმედო ორგანიზაციები, სპორტული კლუბები ან სკოლები მათი წევრებისთვის და არაა შეთავაზებული ფართო საზოგადოებისთვის. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ინფორმაცია ამ გამონაკლისის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ მოვაჭრეები და მოგზაურები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ეს პაკეტები ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები არ რეგულირდება ამ დირექტივით.

(20) ამ დირექტივამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ეროვნულ სახელშეკრულებო კანონმდებლობას იმ ასპექტებში, რომლებსაც ის არ არეგულირებს.

(21) ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეუნარჩუნდეთ დირექტივის დებულებების გამოყენების უფლებამოსილება იმ სფეროებში, რომლებიც სცდება აღნიშნული დირექტივის რეგულირების სფეროს. შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დატოვონ ან შემოიღონ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება აღნიშნული დირექტივის დებულებებს, ან ზოგიერთ დებულებას, იმ ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლებიც სცდება აღნიშნული დირექტივის რეგულირების სფეროს. მაგალითად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დატოვონ ან შემოიღონ შესაბამისი დებულებები გარკვეული ინდივიდუალური ხელშეკრულებებისთვის, მიუხედავად ერთჯერადი სამოგზაურო მომსახურებებისა (როგორიცაა დასასვენებელი სახლების ქირაობა), ან პაკეტებისთვის და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებებისთვის, რომლებიც შეთავაზებული ან უზრუნველყოფილია, მხოლოდ ხანდახან, მოგზაურთა მცირე ჯგუფისთვის არაკომერციული მიზნით, ან პაკეტებისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებებისთვის, რომლებიც გრძელდება 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში და რომლებიც არ ითვალისწინებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

(22) პაკეტის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ არსებობს ერთი მოვაჭრე, რომელიც, როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელია მთლიანი პაკეტის სათანადო შესრულებაზე. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მოვაჭრე მოქმედებს, როგორც პაკეტის ორგანიზატორი, მოვაჭრეს, რომელიც ჩვეულებრივ არის მთავარი ქუჩის ან ონლაინ ტურაგენტი, უნდა შეეძლოს მოქმედება, როგორც მხოლოდ ინდივიდუალურ კომპანიას ან შუამავალს და არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, როგორც ორგანიზატორი. მოქმედებს თუ არა მოვაჭრე, როგორც მოცემული პაკეტის ორგანიზატორი, დამოკიდებული უნდა იყოს პაკეტის შექმნაში მოვაჭრის ჩართულობაზე და არა იმაზე, თუ როგორ აღწერს მოვაჭრე თავის საქმიანობას. როდესაც განიხილება, ორგანიზატორია მოვაჭრე თუ ინდივიდუალური კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოვაჭრე მოქმედებს მიწოდების სფეროში თუ თავის თავს წარმოადგენს, როგორც მოგზაურის სახელით მოქმედ აგენტს.

(23) დირექტივა 90/314/EEC წევრ სახელმწიფოებს აძლევს დისკრეციულ უფლებას, განსაზღვრონ, არის თუ არა პასუხისმგებელი პაკეტის სათანადო შესრულებაზე ინდივიდუალური კომპანია, ორგანიზატორი ან ორივე. ამგვარმა დისკრეციულმა უფლებამ ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში გაურკვევლობა შეიტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოვაჭრეა პასუხისმგებელი შესაბამისი სამოგზაურო მომსახურებების განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, ამ დირექტივაში უნდა დაზუსტდეს, რომ ორგანიზატორები არიან პასუხისმგებელი საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში შესული სამოგზაურო მომსახურებების განხორციელებაზე, თუ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ორგანიზატორს, ისე ინდივიდუალურ კომპანიას.

(24) რაც შეეხება პაკეტებს, ინდივიდუალური კომპანიები ორგანიზატორთან ერთად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი წინასახელშეკრულებო ინფორმაციის მიწოდებაზე. კომუნიკაციის ხელშესაწყობად, კერძოდ, ტრანსსასაზღვრო შემთხვევებში, მოგზაურებს უნდა შეეძლოათ ორგანიზატორთან დაკავშირება ინდივიდუალური კომპანიის მეშვეობითაც, რომლისგანაც მათ შეიძინეს პაკეტი.

(25) მოგზაურმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია პაკეტის შეძენამდე - იყიდება თუ არა ის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით, შუამავლის გარეშე, თუ გავრცელების სხვა ტიპის საშუალებით. აღნიშნული ინფორმაციის უზრუნველყოფისას მოვაჭრემ უნდა გაითვალისწინოს იმ მოგზაურების სპეციფიკური საჭიროებები, რომლებიც, თავიანთი ასაკის ან ფიზიკური ნაკლის გამო, არიან განსაკუთრებით მოწყვლადი, რისი განჭვრეტაც გონივრულად შეუძლია მოვაჭრეს.

(26) ძირითადი ინფორმაცია, მაგალითად, სამოგზაურო მომსახურებების მთავარი მახასიათებლების ან ფასების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია რეკლამებში ორგანიზატორის ვებგვერდზე ან ბროშურებში, როგორც წინასახელშეკრულებო ინფორმაციის ნაწილი, უნდა იყოს სავალდებულო, გარდა იმ შემთხევევისა, როცა ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს ელემენტები და თუ ამგვარი ცვლილებები გასაგებად, ამომწურავად და თვალსაჩინოდ არ მიეწოდება მოგზაურს პაკეტით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე. თუმცა, ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომლებიც იოლად იძლევა განახლების საშუალებას, აღარ არსებობს საჭიროება, განისაზღვროს სპეციალური წესები ბროშურებისთვის, თუმცა, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილი იქნეს, რომ მოგზაურს შეატყობინონ წინასახელშეკრულებო ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ. წინასახელშეკრულებო ინფორმაციის შეცვლა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველთვის, თუ არსებობს პირდაპირი შეთანხმება საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების ორივე მხარეს შორის.

(27) ამ დირექტივაში განსაზღვრული საინფორმაციო მოთხოვნები ამომწურავია, მაგრამ მათ ზიანი არ უნდა მიაყენონ ევროკავშირის სხვა შესაბამის კანონმდებლობაში განსაზღვრულ საინფორმაციო მოთხოვნებს[5].

(28) ორგანიზატორებმა უნდა მიაწოდონ ზოგადი ინფორმაცია დანიშნულების ქვეყანაში ვიზის მოთხოვნების შესახებ. ვიზების მიღებისთვის დაახლოებითი ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია დანიშნულების ქვეყნის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მითითებით.

(29) საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეების უფლებები და ვალდებულებები უნდა განისაზღვროს სამოგზაურო პაკეტის დაწყებამდე და დაწყების შემდგომი პერიოდისთვის, განსაკუთრებით, თუ პაკეტი სათანადოდ არ სრულდება ან თუ იცვლება კონკრეტული გარემოებები.

(30) ვინაიდან ხშირად პაკეტებს იძენენ მათ გამოყენებამდე ბევრად ადრე, შესაძლებელია მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. აქედან გამომდინარე, მოგზაურს გარკვეულ პირობებში უნდა ჰქონდეს უფლება, გადასცეს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება სხვა მოგზაურს. ასეთ სიტუაციებში ორგანიზატორს უნდა შეეძლოს ხარჯების ანაზღაურების მიღება, მაგალითად, თუ ქვეკონტრაქტორი მოითხოვს მოსაკრებელს მოგზაურის სახელის შეცვლისთვის ან სამგზავრო ბილეთის გაუქმებისა და ახალი ბილეთის აღებისთვის.

(31) მოგზაურებს, ასევე, უნდა შეეძლოთ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს სამოგზაურო პაკეტის დაწყებამდე შესაბამისი და გამართლებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ, მოსალოდნელი ხარჯების ეკონომიისა და სამოგზაურო მომსახურებების ალტერნატიული გადაჯგუფებიდან მიღებული მოგების გათვალისწინებით. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება, შეწყვიტონ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება რაიმე შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის გარეშე, როდესაც გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე. მაგალითად, ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს ომი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ტერორიზმი, მნიშვნელოვანი რისკები ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა მწვავე დაავადების გავრცელება მოგზაურობის ადგილას ან სტიქიური უბედურებები, როგორებიცაა: წყალდიდობები, მიწისძვრები ან მეტეოროლოგიური პირობები, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო მოგზაურობას დანიშნულების ადგილას, რომელიც შეთანხმებულია საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში.

(32) განსაკუთრებულ სიტუაციებში ორგანიზატორს, ასევე, უნდა ჰქონდეს უფლება, შეწყვიტოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება სამოგზაურო პაკეტის დაწყებამდე კომპენსაციის გადახდის გარეშე, მაგალითად, თუ მონაწილეების მინიმალური რაოდენობა არ შეივსება და თუ ეს შესაძლებლობა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში ორგანიზატორმა უნდა დააბრუნოს პაკეტთან დაკავშირებით გადახდილი ყველა თანხა.

(33) გარკვეულ შემთხვევებში ორგანიზატორებს ცალმხრივად უნდა შეეძლოთ ცვლილებების შეტანა საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში. თუმცა, მოგზაურებს უნდა ჰქონდეთ უფლება, შეწყვიტონ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება, თუ ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის სამოგზაურო მომსახურებების რომელიმე მთავარ ელემენტს. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც იკლებს სამოგზაურო მომსახურებების ხარისხი ან ღირებულება. საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში მითითებული გამგზავრების ან ჩასვლის თარიღების შეცვლა მიჩნეულ უნდა იქნეს მნიშვნელოვნად, მაგალითად, თუ ეს მოგზაურს შეუქმნის უხერხულობას ან გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, მაგალითად, თუ საჭირო გახდება ტრანსპორტის ან საცხოვრებლის თავიდან დაჯავშნა. ფასების ზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მგზავრების გადასაყვანად გამოყენებული საწვავის ან ენერგიის სხვა წყაროს ღირებულება, ასევე, გადასახადები ან მოსაკრებლები, რომლებსაც აწესებს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში შესული სამოგზაურო მომსახურებების შესრულებაში არაპირდაპირ ჩართული მესამე მხარე, ან შეიცვლება სამოგზაურო პაკეტთან დაკავშირებული ვალუტის კურსი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება მკაფიოდ ადგენს ფასის ამგვარი ზრდის შესაძლებლობას და მოგზაურს ანიჭებს ფასის შემცირების უფლებას ამ ხარჯების შემცირების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი სთავაზობს ფასის ზრდას საერთო ფასის 8%-ზე მეტით, მოგზაურს უნდა ჰქონდეს უფლება, შეწყვიტოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.

(34) მიზანშეწონილია, განისაზღვროს საგანგებო წესები სამართლებრივი დაცვის საშუალებების შესახებ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შესრულებისას შეუსაბამობის შემთხვევაში. მოგზაურს უნდა შეეძლოს პრობლემების შემთხვევაში მოითხოვოს მათი მოგვარება და, როდესაც საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ხორციელდება, მოგზაურს უნდა შესთავაზონ შესაფერისი ალტერნატიული მომსახურებები. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ვერ გამოასწორებს შეუსაბამობას მოგზაურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მოგზაურს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გააკეთოს ეს და მოითხოვოს აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება. გარკვეულ შემთხვევებში არ უნდა იყოს საჭირო განისაზღვროს ვადა, განსაკუთრებით მაშინ, როცა აუცილებელია შეუსაბამობის დაუყოვნებლივ გამოსწორება. მაგალითად, ეს ეხება სიტუაციას, როდესაც ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილი ავტობუსის დაგვიანების გამო მოგზაურს უწევს ტაქსის აყვანა, რათა მიუსწროს თვითმფრინავის რეისს. მოგზაურებს ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება, შეამცირონ ფასი, შეწყვიტონ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება ან/და მოითხოვონ კომპენსაციის გადახდა. კომპენსაციაში ასევე უნდა შევიდეს არამატერიალური ზარალი, კერძოდ, მოგზაურობიდან ან დასვენებიდან მისაღები სიამოვნების ჩაშლა შესაბამისი სამოგზაურო მომსახურებების შესრულებისას არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გამო. მოგზაურს უნდა მოეთხოვოს ორგანიზატორისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით, რომელსაც ის აწყდება საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურების შესრულებისას. ამ პირობის დაუკმაყოფილებლობა შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ფასის შესაბამისი შემცირებისას ან კომპენსაციის გადახდისას, თუ ამგვარი შეტყობინება თავიდან აგვაცილებდა ან შეამცირებდა ზარალს.

(35) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია, ამ დირექტივის დებულებები შესაბამისობაში მოვიდეს სამოგზაურო მომსახურებების მარეგულირებელ საერთაშორისო კონვენციებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მგზავრის უფლებების შესახებ. თუ ორგანიზატორი პასუხს აგებს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურებების შეუსრულებლობაზე ან არასათანადო შესრულებაზე, ორგანიზატორს უნდა შეეძლოს მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის შეზღუდვა, რომელიც მათთვის განსაზღვრულია ისეთ საერთაშორისო კონვენციებში, როგორებიცაა: მონრეალის 1999 წლის კონვენცია საერთაშორისო ავიაგადაყვანის გარკვეული წესების უნიფიცირების შესახებ[6], 1980 წლის კონვენცია საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ (COTIF)[7] და ათენის 1974 წლის კონვენცია ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ[8]. როდესაც შეუძლებელია მოგზაურის დროულად დაბრუნება გამგზავრების ადგილას, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო, ორგანიზატორმა უნდა გაიღოს მოგზაურის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯები პერიოდისთვის, რომელიც არ აღემატება სამ ღამეს თითოეული მოგზაურის შემთხვევაში, თუ უფრო გრძელი პერიოდი არ არის გათვალისწინებული ევროკავშირის არსებულ ან მომავალ კანონმდებლობაში მგზავრის უფლებების შესახებ.

(36) ამ დირექტივამ არ უნდა იმოქმედოს მოგაზურთა უფლებებზე, წარადგინონ მოთხოვნები როგორც ამ დირექტივის, ისე ევროკავშირის სხვა შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ან საერთაშორისო კონვენციების მიხედვით და მოგზაურებს უნდა შეუნარჩუნდეთ შესაძლებლობა, მოთხოვნები წაუყენონ ორგანიზატორს, გადამზიდველს ან ნებისმიერ სხვა პასუხისმგებელ ერთ, ან, საჭიროების შემთხვევაში, ერთზე მეტ მხარეს. უნდა დაზუსტდეს, რომ ზედმეტი კომპენსაციის გადახდის თავიდან ასაცილებლად, ამ დირექტივაში გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდა ან ფასის შემცირება, ასევე, ევროკავშირის სხვა შესაბამის კანონმდებლობაში ან საერთაშორისო კონვენციებში გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდა ან ფასის შემცირება უნდა ურთიერთგაიქვითოს. ორგანიზატორის პასუხისმგებლობა ზიანს არ უნდა აყენებდეს უფლებას, ანაზღაურება მოძიებული იქნეს მესამე მხარეებიდან, მათ შორის, მომსახურების მიმწოდებლებისგან.

(37) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურს მოგზაურობის ან დასვენების განმავლობაში შეექმნება სირთულეები, ორგანიზატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაუწიოს მას შესაბამისი დახმარება. ამგვარი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადად უნდა მოიცავდეს ინფორმაციის მიწოდებას ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ჯანდაცვის მომსახურება, ადგილობრივი ხელისუფლება და საკონსულო დახმარება, აგრეთვე, პრაქტიკული დახმარება, მაგალითად, დისტანციური კომუნიკაციები და ალტერნატიული სამოგზაურო მომსახურებები.

(38) თავის 2013 წლის 18 მარტის შეტყობინებაში სახელწოდებით „მგზავთა დაცვა ავიახაზების გადახდისუუნარობის შემთხვევაში“, კომისია განსაზღვრავს ზომებს მოგზაურთა დაცვის გასაუმჯობესებლად ავიახაზების გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მათ შორის, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 261/2004 და რეგულაციის (EC) No 1008/2008 [9] უკეთ აღსასრულებლად და სამრეწველო აქციონერებთან შესათანხმებლად, რომლის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, გათვალისწინებული იქნეს საკანონმდებლო ზომა. აღნიშნული შეტყობინება ეხება ინდივიდუალური კომპონენტის შეძენას, კერძოდ, თვითმფრინავით მგზავრობის მომსახურებას და, შესაბამისად, არ ეხება პაკეტებისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების გადახდისუუნარობისგან დაცვას.

(39) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოგზაურები, რომლებიც იძენენ პაკეტს, სრულად იქნენ დაცული ორგანიზატორის გადახდისუუნარობისგან. წევრმა სახელმწიფოებმა, სადაც დაფუძნბული არიან ორგანიზატორები, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ დააბრუნონ მოგზაურის მიერ ან მისი სახელით გადახდილი ყველა თანხა, რამდენადაც პაკეტში შედის მგზავრების გადაყვანა მოგზაურის რეპატრიაციის მიზნით ორგანიზატორის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. თუმცა, შესძლებელი უნდა იყოს, რომ მოგზაურებს შესთავაზონ პაკეტის გაგრძელება. მაშინ, როცა ნარჩუნდება დისკრეციის უფლება გადახდისუუნარობისგან დაცვის მეთოდთან დაკავშირებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დაცვა იყოს ეფექტური. ეფექტურობა გულისხმობს, რომ დაცვა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მაშინვე, როგორც კი ორგანიზატორის ლიკვიდურობის პრობლემების შედეგად სამოგზაურო მომსახურებები აღარ სრულდება, არ შესრულდება ან შესრულდება მხოლოდ ნაწილობრივ, ან როდესაც მომსახურების მიმწოდებლები მოგზაურებისგან მოითხოვენ მათთვის თანხის გადახდას. წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ, მოითხოვონ, რომ ორგანიზატორებმა მოგზაურებს მისცენ მოწმობა, რომელიც დაადასტურებს მიმწოდებლის გადახდისუუნარობისგან დაცვის პირდაპირ უფლებას.

(40) იმისათვის, რომ გადახდისუუნარობისგან დაცვა ეფექტური იყოს, ის უნდა ითვალისწინებდეს იმ გადასახადების მოსალოდნელ ოდენობებს, რომელთაც შეეხება ორგანიზატორის გადახდისუუნარობა და, საჭიროებიდან გამომდინარე, რეპატრიაციის მოსალოდნელ ხარჯებს. ეს ნიშნავს, რომ დაცვა უნდა იყოს საკმარისი, რომ დაფაროს ყველა მოსალოდნელი გადასახადი, რომელიც პაკეტებთან დაკავშირებით პიკურ სეზონზე გადახდილია მოგზაურების მიერ ან მათი სახელით, ამგვარი გადასახადების მიღებასა და მოგზაურობას ან დასვენებას შორის პერიოდის გათვალისწინებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციის მოსალოდნელი ხარჯები. ეს ზოგადად ნიშნავს, რომ უზრუნველყოფის გარანტია უნდა ფარავდეს ორგანიზატორის ბრუნვის საკმარისად მაღალ პროცენტს პაკეტებთან დაკავშირებით და შესაძლებელია, დამოკიდებული იყოს ფაქტორებზე, როგორებიცაა: გაყიდული პაკეტების ტიპი, ტრანსპორტის სახეობის ჩათვლით, მოგზაურობის მიმართულება და ნებისმიერი სამართლებრივი შეზღუდვა ან ორგანიზატორის ვალდებულებები წინასწარი გადახდების ოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც მას შეუძლია მიიღოს და მათი დროში თანხვედრა პაკეტის დაწყებამდე. ვინაიდან საჭირო დაფარვის გამოთვლა შესაძლებელია უახლესი ბიზნესმონაცემების საფუძველზე, მაგალითად, ბოლო სამეურნეო წელს მიღწეული ბრუნვის საფუძველზე, ორგანიზატორები ვალდებული უნდა იყვნენ, მოახდინონ გადახდისუუნარობისგან დაცვის ადაპტაცია გაზრდილი რისკების შემთხვევაში, მათ შორის, პაკეტების მნიშვნელოვნად გაზრდილი გაყიდვების შემთხვევაში. თუმცა, გადახდისუუნარობისგან ეფექტური დაცვა არ უნდა ითვალისწინებდეს ნაკლებსარწმუნო რისკებს, მაგალითად, რამდენიმე უმსხვილესი ორგანიზატორის ერთდროულ გადახდისუუნარობას, როდესაც მათი გათვალისწინება არაპროპორციულად იმოქმედებს დაცვის ღირებულებაზე, რაც შეასუსტებს მის ეფექტურობას. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეიზღუდოს თანხის დაბრუნების გარანტია.

(41) ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების მხარეებს და გადასახადების მიღებას, რომლებიც გადახდილია მოგზაურების მიერ ან მათი სახელით, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ უფლება, ინდივიდულური კომპანიებისგან მოითხოვონ გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფაც.

(42) დირექტივასთან 2006/123/EC ერთად მიზანშეწონილია განისაზღვროს წესები, რათა გადახდისუუნარობისგან დაცვის ვალდებულებამ დაბრკოლება არ შეუქმნას მომსახურების თავისუფალ გადაადგილებასა და დაფუძნებისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, აღიარონ გადახდისუუნარობისგან დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც დაწესებულებაა. ადმინისტრაციული თანამშრომლობის, ორგანიზატორების ზედამხედველობის და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანიების ზედამხედველობის ხელშესაწყობად, რომლებიც ფუნქციონირებენ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, გადახდისუუნარობისგან დასაცავად წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, დანიშნონ ცენტრალური საკონტაქტო პირები.

(43) მოვაჭრეები, რომლებიც ყიდიან კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, ვალდებული არიან, აუწყონ მოგზაურებს, რომ ისინი არ ყიდიან პაკეტს და რომ მათი ხელშეკრულებების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდულური სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებლები. ამასთან, მოვაჭრეები, რომლებიც ყიდიან კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, ვალდებული არიან, უზრუნველყონ გადახდისუუნარობისგან დაცვა მათ მიერ მიღებული გადასახადების თანხის დასაბრუნებლად და, რამდენადაც ისინი პასუხისმგებლები არიან მგზავრთა გადაყვანაზე, მოგზაურთა რეპატრიაციაზე, შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოგზაურებს. მოვაჭრეები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინდივიდუალური ხელშეკრულებების შესრულებაზე, რომლებიც წარმოადგენს კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების ნაწილს, ექვემდებარებიან ევროკავშირის ზოგად კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის შესახებ და ევროკავშირის კანონმდებლობას სპეციფიკური სექტორების შესახებ.

(44) როდესაც განისაზღვრება წესები გადახდისუუნარობისგან დაცვის სქემების შესახებ პაკეტებთან და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებთან დაკავშირებით, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა უგულვებელყონ მცირე კომპანიების საგანგებო ვითარება, როდესაც უზრუნველყოფენ დაცვის იმავე დონეს მოგზაურებისთვის.

(45) მოგზაურები დაცული უნდა იყვნენ პაკეტებისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების დაჯავშნის პროცესში დაშვებული შეცდომებისგან.

(46) უნდა დადასტურდეს, რომ მოგზაურებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უარი თქვან ამ დირექტივიდან გამომდინარე უფლებებზე და, რომ ორგანიზატორებს ან მოვაჭრეებს, რომლებიც ყიდიან კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, არ უნდა შეეძლოთ თავიანთ ვალდებულებებზე თავის არიდება იმ საბაბით, რომ ისინი უბრალოდ მოქმედებენ, როგორც სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებლები, შუამავლები ან რაიმე სხვა სტატუსით.

(47) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ საჯარიმო წესები იმ ეროვნული დებულებების დარღვევისთვის, რომლებშიც გადატანილია ეს დებულება და უნდა უზრუნველყონ მათი აღსრულება. ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი.

(48) ამ დირექტივის მიღებით საჭირო ხდება ევროკავშირში მოქმედი მომხმარებელთა დაცვის გარკვეული საკანონმდებლო აქტების ადაპტირება. კერძოდ, საჭიროა დაზუსტდეს, რომ ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No 2006/2004[10] ეხება ამ დირექტივის დარღვევას. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2011/83/EU[11] არსებული ფორმით არ ეხება დირექტივაში 90/314/EEC გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს, აუცილებელია დირექტივის 2011/83/EU შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კვლავ გამოყენება ინდივიდუალურ სამოგზაურო მომსახურებებთან, რომლებიც წარმოადგენს კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების ნაწილს, რამდენადაც ეს ინდივიდუალური მომსახურებები სხვაგვარად არაა გამორიცხული დირექტივის 2011/83/EU რეგულირების სფეროდან და აღნიშნულ დირექტივაში განსაზღვრულ მომხმარებელთა გარკვეული უფლებები გამოყენებული იქნეს პაკეტების მიმართ.

(49) ეს დირექტივა ზიანს არ აყენებს ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 95/46/EC განსაზღვრულ წესებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ[12] და ევროკავშირის წესებს კერძო საერთაშორისო სამართლის შესახებ, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 593/2008 ჩათვლით[13].

(50) უნდა დაზუსტდეს, რომ ამ დირექტივის მარეგულირებელი მოთხოვნები გადახდისუუნარობისგან დაცვისა და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ ასევე უნდა ეხებოდეს მოვაჭრეებს, რომლებიც არ არიან დაფუძნებული წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მათი საქმიანობა რაიმე საშუალებით მიმართულია ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოსკენ, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 593/2008 და რეგულაციის (EU) No 1215/2012[14] მნიშვნელობის ფარგლებში.

(51) ვინაიდან ამ დირექტივის მიზნის, კერძოდ, შიდა ბაზრის გამართული ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა დაცვის მაღალი და შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი დონის სათანადოდ მიღწევა შეუძლებელია წევრი სახელმწიფოების მიერ, ხოლო მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მისი მიღწევა უკეთაა შესაძლებელი ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია, მიიღოს ზომები სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლში. პროპორციულობის პრინციპის თანახმად, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ მუხლში, ეს დირექტივა ამ მიზნის მისაღწევად არ მიმართავს სხვა ზომებს, საჭირო ზომების გარდა.

(52) ეს დირექტივა პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს და იცავს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით აღიარებულ პრინციპებს. ეს დირექტივა განსაკუთრებით სცემს პატივს ქარტიის მე-16 მუხლში განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის წარმოების თავისუფლებას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვის მაღალ დონეს ევროკავშირის საზღვრებში, ქარტიის 38-ე მუხლის შესაბამისად.

(53) განმარტებითი დოკუმენტების შესახებ წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის 2011 წლის 28 სექტემბრის ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაციის[15] შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს აღებული აქვთ ვალდებულება, დასაბუთებულ შემთხვევებში, ტრანსპოზიციის ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას თან დაურთონ ერთი ან მეტი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებული იქნება ურთიერთმიმართება დირექტივის კომპონენტებსა და შიდასახელმწიფოებრივი ტრანსპოზიციის ინსტრუმენტების შესაბამის ნაწილებს შორის. წინამდებარე დირექტივასთან მიმართებით, კანონმდებელი აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენას გამართლებულად მიიჩნევს.

(54) აქედან გამომდინარე, დირექტივა 90/314/EEC უნდა გაუქმდეს,

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

 

თავი I

საგანი, რეგულირების სფერო, განმარტებები და ჰარმონიზაციის დონე

მუხლი 1

საგანი

ამ დირექტივის მიზანია, წვლილი შეიტანოს შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებასა და მომხმარებელთა დაცვის მაღალი და, შეძლებისდაგვარად, ერთგვაროვანი დონის მიღწევაში წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების გარკვეული ასპექტების დაახლოებით, რომლებიც ეხება მოგზაურებსა და მოვაჭრეებს შორის ხელშეკრულებებს საგზურით მოგზაურობასა და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 2

რეგულირების სფერო

1. ეს დირექტივა ეხება პაკეტებს, რომელთაც მოვაჭრეები ყიდიან მოგზაურებზე ან სთავაზობენ ფასდაკლებით და მოვაჭრეების მიერ მოგზაურებისთვის უზრუნველყოფილ კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს.

2. წინამდებარე დირექტივა არ ეხება:

(a) პაკეტებსა და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, რომელთა ხანგრძლივობა 24 საათზე ნაკლებია, თუ მათში არ შედის ღამის გასათევი;

(b) შეთავაზებულ პაკეტებსა და უზრუნველყოფილ კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, რომლებიც შეთავაზებულია დროდადრო და არა მოგების მიზნით და მხოლოდ მოგზაურთა მცირე ჯგუფისთვის;

(c) პაკეტებსა და კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, შეძენილი ზოგადი ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანი მოგზაურობის მოსაწყობად მოვაჭრესა და სხვა ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შორის, რომელიც მოქმედებს მის სავაჭრო, საქმიან, სახელობო ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნებით.

3. ეს დირექტივა გავლენას არ ახდენს ეროვნულ ზოგად სახელშეკრულებო სამართალზე, როგორიცაა წესები ხელშეკრულების ნამდვილობის, ფორმირებისა და გავლენის შესახებ, რამდენადაც ზოგადი სახელშეკრულებო სამართლის ასპექტები არ რეგულირდება ამ დირექტივით.

 

მუხლი 3

განმარტებები

ამ დირექტივის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(1) „სამოგზაურო მომსახურება“ ნიშნავს:

(a) მგზავრების გადაყვანას;

(b) საცხოვრებელს, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს მგზავრების გადაყვანის ნაწილს და არაა განკუთვნილი საცხოვრებლად;

(c) მანქანებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავებას ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2007/46/EC დირექტივის მუხლის 3(11) მნიშვნელობით[16], ან მოტოციკლების დაქირავებას, რომელთა სამართავად საჭიროა A კატეგორიის მართვის მოწმობა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2006/126/EC მუხლის 4(3) ქვეპუნქტის (c) შესაბამისად[17];

(d) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც თავისი არსით არ არის სამოგზაურო მომსახურების ნაწილი (a), (b) ან (c) ქვეპუნქტების მნიშვნელობით;

(2) „პაკეტი“ არის მინიმუმ ორი განსხვავებული ტიპის სამოგზაურო მომსახურების კომბინაცია, რომელიც ემსახურება ერთი მოგზაურობის ან დასვენების მიზანს, თუ:

(a) აღნიშნული მომსახურებები გაერთიანებულია ერთი მოვაჭრის მიერ, მათ შორის, მოგზაურის მოთხოვნით ან მისი შერჩევით ყველა მომსახურებისთვის ერთი ხელშეკრულების გაფორმებამდე; ან

(b) მიუხედავად იმისა, არის თუ არა ინდივიდუალური სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებლებთან ცალკე ხელშეკრულებები დადებული, ეს მომსახურებები:

(i) შეძენილია ერთ რეალიზაციის პუნქტში და აღნიშნული მომსახურებები შეირჩა მანამ, სანამ მოგზაური დათანხმდებოდა გადახდაზე,

(ii) შეთავაზებულია, გაყიდულია ან შეფასებულია სრული მომსახურების ფასით ან საერთო ფასით,

(iii) რეკლამირებულია ან გაყიდულია ტერმინის „პაკეტი“ ან მსგავსი ტერმინის ქვეშ,

(iv) გაერთიანებულია ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლითაც მოვაჭრე მოგზაურს უფლებას აძლევს, არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ტიპის სამოგზაურო მომსახურებებს შორის,

(v) შეძენილია დამოუკიდებელი მოვაჭრეებისგან კომბინირებული ონლაინ დაჯავშნის პროცედურის მეშვეობით, როდესაც მოგზაურის სახელი, გადახდის დეტალები და ელექტრონული ფოსტის მისამართი გადაეცემა მოვაჭრისგან, რომელთანაც გაფორმებულია პირველი ხელშეკრულება, მეორე მოვაჭრეს ან მოვაჭრეებს და ხელშეკრულება უკანასკნელ მოვაჭრესთან ან მოვაჭრეებთან დადებულია პირველი სამოგზაურო მომსახურების ჯავშანის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

სამოგზაურო მომსახურებების კომბინაცია, როდესაც არაუმეტეს ერთი ტიპის სამოგზაურო მომსახურება, მითითებული 1-ლი პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში, გაერთიანებულია 1-ლი პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან მეტ ტურისტულ მომსახურებასთან, არ არის პაკეტი, თუ ეს უკანასკნელი მომსახურებები:

(a) არ შეადგენს კომბინაციის ღირებულების მნიშვნელოვან წილს და არაა რეკლამირებული, როგორც კომბინაციის არსებითი ელემენტი და სხვაგვარად არ წარმოადგენს კომბინაციის არსებით ელემენტს; ან

(b) შერჩეული და შეძენილია მხოლოდ 1-ლი პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტში მითითებული სამოგზაურო მომსახურების დაწყების შემდეგ;

(3) „საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება სამოგზაურო პაკეტის შესახებ მთლიანობაში ან, თუ პაკეტი გათვალისწინებულია ცალკეულ ხელშეკრულებებში, ყველა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პაკეტში გათვალისწინებულ სამოგზაურო მომსახურებებს;

(4) „პაკეტის დაწყება“ ნიშნავს პაკეტში გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურებების დაწყებას;

(5) „კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები“ ნიშნავს მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის სამოგზაურო მომსახურებას, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში და არ შეადგენს პაკეტს და სჭირდება ცალკე ხელშეკრულებების დადება სამოგზაურო მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან, თუ მოვაჭრე უზრუნველყოფს:

(a) ერთ ვიზიტს ან კავშირს რეალიზაციის პუნქტთან, მოგზაურების მიერ თითოეული სამოგზაურო მომსახურების ცალ-ცალკე შერჩევას და გადასახადის ცალ-ცალკე გადახდას;

(b) მიზანმიმართულად, სხვა მოვაჭრისგან მინიმუმ ერთი დამატებითი სამოგზაურო მომსახურების შეძენას, როდესაც ხელშეკრულება ამგვარ სხვა მოვაჭრესთან დადებულია პირველი სამოგზაურო მომსახურების ჯავშანის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

როდესაც შეძენილია არაუმეტეს ერთი ტიპის სამოგზაურო მომსახურებისა, მითითებული 1-ლი პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტში და ერთი ან მეტი ტურისტული მომსახურება, მითითებული 1-ლი პუნქტის (d) ქვეპუნქტში, ისინი არ წარმოადგენს კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას, თუ ეს უკანასკნელი მომსახურებები არ შეადგენს მომსახურებების გაერთიანებული ღირებულების მნიშვნელოვან წილს და არაა რეკლამირებული, როგორც მოგზაურობის ან დასვენების არსებითი ელემენტი და სხვაგვარად არ წარმოადგენს მოგზაურობის ან დასვენების არსებით ელემენტს.

(6) „მოგზაური“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს ხელშეკრულების დადება ან, რომელსაც აქვს უფლება, იმოგზაუროს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ დირექტივის რეგულირების სფეროს ფარგლებში;

(7) „მოვაჭრე“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა, კერძო საკუთრებაშია ის, თუ საჯარო საკუთრებაში, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ნებისმიერი სხვა პირის მეშვეობით მისი სახელით ან მის სასარგებლოდ, თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან პროფესიული საქმიანობის მიზნებისთვის ამ დირექტივით განსაზღვრულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოქმედებს ორგანიზატორის, ინდივიდუალური კომპანიის, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების უზრუნველმყოფი მოვაჭრისა თუ სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებლის სტატუსით;

(8) „ორგანიზატორი“ ნიშნავს მოვაჭრეს, რომელიც აერთიანებს და ყიდის ან ფასდაკლებით სთავაზობს პაკეტებს პირდაპირ ან სხვა მოვაჭრის მეჩვეობით, ან სხვა მოვაჭრესთან ერთად, ან მოვაჭრეს, რომელიც გადასცემს მოგზაურის მონაცემებს სხვა მოვაჭრეს მე-2 პუნქტის (b)(v) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(9) „ინდივიდუალური კომპანია“ არის მოვაჭრე, არაორგანიზატორი, რომელიც ყიდის ან ფასდაკლებით სთავაზობს ორგანიზატორის მიერ გაერთიანებულ საგზურებს;

(10) „დაწესებულება“ არის დირექტივის 2006/123/EC მე-4 მუხლის მე-5 ქვეპუნქტში განსაზღვრული დაწესებულება;

(11) „ხანგამძლე მატარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც მოგზაურს ან მოვაჭრეს საშუალებას აძლევს, შეინახოს პირადად მისთვის გამიზნული ინფორმაცია იმგვარად, რომ მომავალში ხელმისაწვდომი იყოს საინფორმაციო მიზნებისთვის ადეკვატურ დროის მონაკვეთში და, რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად აღდგენის შესაძლებლობას;

(12) „გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები“ გულისხმობს სიტუაციას, რომელსაც ვერ აკონტროლებს მხარე, რომელიც იწვევს ამგვარ სიტუაციას და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია ყველა მიზანშეწონილი ღონისძიების გატარების შემთხვევაშიც კი;

(13) „შეუსაბამობა“ ნიშნავს საგზურით გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურებების ვერშესრულებას ან არასათანადოდ შესრულებას;

(14) „არასრულწლოვანი“ არის პირი 18 წლის ასაკამდე;

(15) „რეალიზაციის პუნქტი“ ნიშნავს ნებისმიერ საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ნაგებობას, იქნება ის მოძრავი თუ უძრავი, ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ვებგვერდს, ან მსგავს ონლაინ გაყიდვის საშუალებას, მათ შორის, როდესაც საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ვებგვერდები ან ონლაინ გაყიდვის საშუალებები წარდგენილია მოგზაურებისთვის, როგორც ცალკეული საშუალება, მათ შორის, სატელეფონო მომსახურება;

(16) „რეპატრიაცია“ გულისხმომს მოგზაურის დაბრუნებას გამგზავრების ადგილას ან სხვა ადგილას, რომელზეც შეთანხმდებიან ხელშეკრულების მხარეები.

 

 

 

 

 

მუხლი 4

ჰარმონიზაციის დონე

თუ სხვაგვარად არაა გათვალისწინებული ამ დირექტივით, წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არ უნდა დატოვონ ან შემოიღონ დებულებები, რომლებიც სცილდება ამ დირექტივაში მოცემულ დებულებებს, მათ შორის, მეტად ან ნაკლებად მკაცრი დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფდა მოგზაურის დაცვის განსხვავებულ დონეს.

 

თავი II

საინფორმაციო ვალდებულებები და საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შინაარსი

მუხლი 5

წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მანამ, სანამ მოგზაური დაექვემდებარება საგზურით მოგზაურობის რაიმე ხელშეკრულების ან რაიმე შესაბამისი შეთავაზების ვალდებულებებს, ორგანიზატორმა და, როდესაც პაკეტი გაყიდულია ინდივიდუალური კომპანიის მეშვეობით, ასევე ინდივიდუალურმა კომპანიამ მოგზაურს უნდა მიაწოდოს სტანდარტული ინფორმაცია დანართის I ნაწილში A ან ნაწილში B მოცემული შესაბამისი ფორმის საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, მოგზაური უნდა უზრუნველყოს პაკეტთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციით:

(a) სამოგზაურო მომსახურებების მთავარი მახასიათებლები:

(i) მოგზაურობის ადგილი (ადგილები), მარშრუტი და დაყოვნების პერიოდი თარიღებითურთ და, თუ საცხოვრებელსაც მოიცავს, ღამეების რაოდენობა;

(ii) სატრანსპორტო საშუალებები, ტრანსპორტის მახასიათებლები და კატეგორიები, გამგზავრების ადგილები, თარიღები, ასევე გამგზავრებისა და დაბრუნების დრო, შუალედური გაჩერებების ხანგრძლივობა და ადგილები, ასევე და დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზები.

თუ ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის, ორგანიზატორმა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურმა კომპანიამ მოგზაურს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამგზავრებისა და დაბრუნების მიახლოებითი დროის შესახებ;

(iii) საცხოვრებლის ადგილმდებარეობა, მთავარი მახასიათებლები და, საჭიროების შემთხვევაში, ტურისტული კატეგორია დანიშნულების ქვეყნის წესების მიხედვით;

(iv) კვების გეგმა;

(v) ვიზიტები, ექსკურსია (ექსკურსიები) ან სხვა მომსახურებები, რომლებიც შედის პაკეტისთვის შეთანხმებულ საერთო ფასში;

(vi) თუ კონტექსტიდან არ ჩანს - გაეწევა თუ არა მოგზაურს რომელიმე სამოგზაურო მომსახურება, როგორც ჯგუფის წევრს და თუ გაეწევა - ჯგუფის მიახლოებითი ზომა;

(vii) თუ მოგზაურის სარგებელი სხვა ტურისტული მომსახურებებიდან დამოკიდებულია ეფექტურ ზეპირ კომუნიკაციაზე, ენა, რომლზეც ეს მომსახურებები წარიმართება;

(viii) არის თუ არა, ზოგადად, მოგზაურობა ან დასვენება შესაფერისი გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისთვის და, მოგზაურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში - ზუსტი ინფორმაცია მოგზაურობის ან დასვენების შესაფერისობის შესახებ, მოგზაურის საჭიროებების გათვალისწინებით;

(b) ორგანიზატორის და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანიის დასახელება და გეოგრაფიული მისამართი, აგრეთვე, ტელეფონის ნომრისა და, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით;

(c) საგზურის საერთო ფასი გადასახადების ჩათვლით და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დამატებითი მოსაკრებლის, დანახარჯისა და სხვა ხარჯის მითითებით ან, თუ ამ ხარჯების გამოთვლა შეუძლებელია ხელშეკრულების დადებამდე, დამატებითი ხარჯების ტიპის მითითებით, რომლებიც მოგზაურს შესაძლებელია დაეკისროს;

(d) გადახდის პირობები, მათ შორის, ნებისმიერი თანხა ან ფასის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს, როგორც პირველადი შენატანი და ნაშთის გადახდის განრიგი, ან ფინანსური გარანტიები, რომლებიც უნდა გადაიხადოს ან უზრუნველყოს მოგზაურმა;

(e) პაკეტის შესადგენად აუცილებელი პირთა მინიმალური რაოდენობა და ვადა (პაკეტის დაწყებამდე), რომელიც მითითებულია მუხლის 12(3) ქვეპუნქტში (a) იმ შემთხვევისთვის, თუ რაოდენობა არ შეივსება და ამის გამო შეწყდება ხელშეკრულება;

(f) ზოგადი ინფორმაცია პასპორტისა და ვიზის მოთხოვნების შესახებ, მათ შორის, ვიზების მიღების მიახლოებითი ვადები და ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების პროცედურების შესახებ დანიშნულების ქვეყანაში;

(g) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოგზაურს აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, პაკეტის დაწყებამდე, შესაბამისი შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ ან, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი სტანდარტული შეწყვეტის მოსაკრებლების გადახდის სანაცვლოდ, მუხლის 12(1) შესაბამისად;

(h) ინფორმაცია ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელშიც შედის მოგზაურის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ხარჯები და დახმარების ხარჯები, მათ შორის, ხარჯები რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან სიკვდილის შემთხვევაში.

 

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებიც იდება ტელეფონით, ორგანიზატორმა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურმა კომპანიამ მოგზაურს უნდა მიაწოდოს სტანდარტული ინფორმაცია, რომელიც მოცემულია დანართის I ნაწილში B და პირველი აბზაცის (a) - (h) ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაცია.

2. რაც შეეხება მუხლის 3 პუნქტის 2(b)(v) ქვეპუნქტში განსაზღვრულ პაკეტებს, ორგანიზატორმა და მოვაჭრემ, რომელთაც გადაეცემათ მონაცემები, უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეულმა მათგანმა, მანამ, სანამ მოგზაური დაექვემდებარება ხელშეკრულებას ან რაიმე შესაბამის შეთავაზებას, მას მიაწოდონ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი აბზაცის (a) - (h) ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაცია იმდენად, რამდენადაც ის ეხება მათ მიერ შეთავაზებულ შესაბამის სამოგზაურო მომსახურებებს. ამავდროულად, ორგანიზატორმა ასევე უნდა მიაწოდოს სტანდარტული ინფორმაცია დანართის I ნაწილში C განსაზღვრული ფორმის გამოყენებით.

3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ. როდესაც ამგვარი ინფორმაცია მიეწოდება წერილობითი ფორმით, ის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი.

 

მუხლი 6

წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მუხლის 5(1) პირველი აბზაცის (a), (c), (d), (e) და (g) ქვეპუნქტების მიხედვით, მოგზაურისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენდეს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არ შეიცვალოს, თუ ხელშეკრულების მხარეები პირდაპირ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ორგანიზატორმა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურმა კომპანიამ წინასახელშეკრულებო ინფორმაციაში შესული ყველა ცვლილების შესახებ უნდა აუწყოს მოგზაურს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე.

2. თუ ორგანიზატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანია არ აკმაყოფილებს საინფორმაციო მოთხოვნებს დამატებითი მოსაკრებლების, დანახარჯებისა და სხვა ხარჯების შესახებ, რომლებიც მითითებულია მუხლის 5(1) პირველი აბზაცის (c) ქვეპუნქტში, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე, მოგზაურს არ დაეკისრება აღნიშნული მოსაკრებლების, დანახარჯების ან სხვა ხარჯების გადახდის ვალდებულება.

 

მუხლი 7

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე მისაწოდებელი დოკუმენტები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებები შედგენილი იყოს მარტივ და გასაგებ ენაზე და, ვინაიდან ისინი შედგენილია წერილობითი ფორმით, იყოს ადვილად წასაკითხი. საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებისას ან დაუყოვნებლივ ამის შემდეგ ორგანიზატორმა ან ინდივიდუალურმა კომპანიამ მოგზაურს ხანგამძლე მატარებელზე უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი ან დადასტურების ცნობა. მოგზაური უფლებამოსილია, მოითხოვოს დაბეჭდილი ეგზემპლარი, თუ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება დაიდო მხარეების ერთდროული ფიზიკური დასწრებით.

რაც შეეხება ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებს, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 2011/83/EU მუხლის 2 პუნქტში 8, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების ასლი ან დადასტურების ცნობა მოგზაურს უნდა გადაეცეს ქაღალდზე დაბეჭდილი ფორმით ან, თუ მოგზაური თანახმაა, სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით.

2. საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში ან ხელშეკრულების დადასტურების ცნობაში უნდა შევიდეს ხელშეკრულების სრული შინაარსი, რომელიც უნდა მოიცავდეს მუხლის 5(1) პირველი აბზაცის (a) - (h) ქვეპუნქტებში მითითებულ ყველა ინფორმაციას, ასევე შემდეგ ინფორმაციას:

(a) მოგზაურის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც მიიღო ორგანიზატორმა;

(b) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზატორი:

(i) პასუხისმგებელია ყველა სამოგზაურო მომსახურების სათანადო შესრულებაზე, მათ შორის, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მომსახურებებისა, მუხლის 13 შესაბამისად;

(ii) ვალდებულია, მუხლის 16 შესაბამისად, დახმარება გაუწიოს მოგზაურს, თუ მას შეექმნება სირთულეები;

(c) გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება მისი საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისი გეოგრაფიული მისამართი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით დანიშნული კომპეტენტური ორგანოს დასახელება და მისი საკონტაქტო ინფორმაცია;

(d) ორგანიზატორის ადგილობრივი წარმომადგენლის, საკონტაქტო პირის ან სხვა სამსახურის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და, საჭიროების შემთხვევაში, ფაქსის ნომერი, რომლის საშუალებითაც მოგზაურს შეუძლია ორგანიზატორთან სწრაფად დაკავშირება და ეფექტური კომუნიკაცია, დახმარების თხოვნა სირთულეების შექმნისას ან პაკეტის შესრულებისას აღმოჩენილი რაიმე შეუსაბამობის შესახებ პრეტენზიის გამოხატვა;

(e) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოგზაურს მოეთხოვება, პაკეტის შესრულებისას აღმოჩენილი ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ შეატყობინოს მუხლის 13(2) შესაბამისად;

(f) იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი, რომელსაც არ ახლავს მშობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, მოგზაურობს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაჩერების ადგილას არასრულწლოვანთან ან არასრულწლოვანზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას იძლევა;

(g) ინფორმაცია საჩივრის მართვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი პროცედურებისა და ალტერნატიული გზით დავის გადაწყვეტის შესახებ („ADR“) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2013/11/EU შესაბამისად[18], ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული გზით დავის გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ, რომელშიც გაერთიანებულია მოვაჭრე და დავის გადაწყვეტის ონლაინ პლატფორმის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) No 524/2013 შესაბამისად[19];

(h) ინფორმაცია მოგზაურის მიერ ხელშეკრულების სხვა მოგზაურისთვის გადაცემის უფლების შესახებ მუხლის 9 შესაბამისად.

3. რაც შეეხება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (b)(v) ქვეპუნქტში განსაზღვრულ პაკეტებს, მოვაჭრემ, რომელსაც გადაეგზავნება მონაცემები, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ორგანიზატორს ხელშეკრულების დადების შესახებ, რომლითაც იქმნება პაკეტი. მოვაჭრემ ორგანიზატორს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მისი, როგორც ორგანიზატორის ვალდებულებების შესასრულებლად.

როგორც კი ორგანიზატორი მიიღებს ინფორმაციას, რომ შეიქმნა პაკეტი, ორგანიზატორმა მოგზაურს ხანგამძლე მატარებელზე უნდა მიაწოდოს მე-2 აბზაცის (a) - (h) ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია.

4. მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ.

5. ორგანიზატორმა დროულად, პაკეტის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს მოგზაურს ყველა საჭირო ქვითარი, ვაუჩერი და ბილეთი, ინფორმაცია გამგზავრების დაგეგმილი დროისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის ბოლო ვადის შესახებ, აგრეთვე, შუალედური გაჩერებების, დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზებისა და ჩასვლის დაგეგმილი დროის შესახებ.

 

მუხლი 8

მტკიცების ტვირთი

ამ თავში მოცემული, საინფორმაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს.

 

თავი III

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში სამოგზაურო პაკეტის დაწყებამდე შესული ცვლილებები

მუხლი 9

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების გადაცემა სხვა მოგზაურისთვის

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოგზაურს, ორგანიზატორისთვის ხანგამძლე მატარებელზე გონივრულ ვადაში შეტყობინების მიწოდების შემდეგ, შეეძლოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების გადაცემა პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა პირობას. პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა გონივრულ ვადაში გაგზავნილ შეტყობინებად.

2. საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების გადამცემსა და მიმღებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა ნაშთის გადახდაზე და ნებისმიერ დამატებით საფასურზე, დანახარჯზე ან გადაცემით გამოწვეულ სხვა ხარჯებზე. ორგანიზატორმა გადამცემს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გადაცემის რეალური ხარჯების შესახებ. აღნიშნული ხარჯები არ უნდა იყოს არაზომიერი და არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზატორის მიერ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების გადაცემისთვის დადგენილ რეალურ ღირებულებას.

3. ორგანიზატორმა გადამცემს უნდა მიაწოდოს დამატებითი საფასურის, დანახარჯების ან გადაცემით გამოწვეული სხვა ხარჯების დამადასტურებელი საბუთი.

 

მუხლი 10

ფასის შეცვლა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ფასები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს ამის შესაძლებლობას და მიუთითებს, რომ მოგზაურს აქვს ფასის შემცირების უფლება მე-4 აბზაცის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა გამოითვალოს ფასის ცვლილებები. ფასების ზრდა შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების პირდაპირი შედეგი:

(a) მგზავრების გადაყვანის ფასი, რომელიც გამომდინარეობს საწვავის ან ენერგიის სხვა წყაროს ღირებულებიდან;

(b) სამოგზაურო მომსახურებებისთვის დაწესებული გადასახადების ან მოსაკრებლების დონე, რომელიც შესულია ხელშეკრულებაში და დაწესებულია მესამე მხარეების მიერ, რომლებიც არ არიან უშუალოდ ჩართულნი პაკეტის შესრულებაში, მათ შორის, ტურისტული გადასახადები, თვითმფრინავის დაშვების გადასახადები აეროპორტებში ან გემზე ჩასხდომის, ან გემიდან გადმოსხდომის გადასახადები პორტებში; ან

(c) პაკეტის შესაბამისი გაცვლითი კურსი.

2. თუ ამ მუხლის 1-ელ აბზაცში მითითებული ფასის ზრდა აღემატება პაკეტის საერთო ფასის 8%-ს, გამოიყენება მუხლი 11(2)-დან (5)მდე.

3. მიუხედავად მასშტაბისა, ფასის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი მოგზაურს ხანგამძლე მატარებელზე გაუგზავნის მკაფიო და ამომწურავ შეტყობინებას ამის შესახებ, აღნიშნული ზრდის მიზეზებთან და გაანგარიშებასთან ერთად, პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე.

4. თუ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ფასების ზრდის შესაძლებლობას, მოგზაურს უნდა ჰქონდეს ფასის შემცირების უფლება 1-ლი აბზაცის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში მითითებული ღირებულებების რაიმენაირი შემცირების შესაბამისად, რომელსაც ადგილი აქვს ხელშეკრულების დადების შემდეგ, პაკეტის დაწყებამდე.

5. ფასის შემცირების შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალური ადმინისტრაციული ხარჯები მოგზაურისთვის დასაბრუნებელი თანხიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაური მოითხოვს, ორგანიზატორმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული ხარჯების დამადასტურებელი საბუთი.

 

მუხლი 11

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების სხვა პირობების შეცვლა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პაკეტის დაწყებამდე ორგანიზატორს არ ჰქონდეს უფლება, ცალმხრივად შეცვალოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების პირობები, გარდა ფასისა, მე-10 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

(a) ორგანიზატორს აღნიშნული უფლება გათვალისწინებული აქვს ხელშეკრულებაში;

(b) ცვლილება უმნიშვნელოა;

(c) ორგანიზატორი ცვლილების შესახებ მოგზაურს ინფორმაციას უგზავნის გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ ხანგამძლე მატარებელზე.

2. თუ პაკეტის დაწყებამდე ორგანიზატორი იძულებულია, მნიშვნელოვნად შეცვალოს მუხლის 5(1) პირველი აბზაცის (a) ქვეპუნქტში მითითებული სამოგზაურო მომსახურებების რომელიმე მთავარი მახასიათებელი, ან ვერ ასრულებს -მუხლის 7(2) (a) ქვეპუნქტში მითითებულ სპეციალურ მოთხოვნებს, ან იძულებულია, შესთავაზოს 8%-ზე მეტად გაძვირებული პაკეტი, მუხლის 10(2) შესაბამისად, მოგზაურს შეუძლია, ორგანიზატორის მიერ განსაზღრულ გონივრულ ვადაში:

(a) დათანხმდეს შემოთავაზებულ ცვლილებაზე;

(b) შეწყვიტოს ხელშეკრულება შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე.

თუ მოგზაური წყვეტს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებას, მას შეუძლია დასთანხმდეს პაკეტის ჩანაცვლებაზე, შეძლებისდაგვარად ეკვივალენტური ან უფრო მაღალი ხარისხის პაკეტით, თუ ამას სთავაზობს ორგანიზატორი.

3. ორგანიზატორმა დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მოგზაურს შემდეგი ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზე გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ:

(a) მე-2 აბზაცში მითითებული და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ცვლილებები და მათი ზემოქმედება საგზურის ფასზე;

(b) გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც მოგზაურმა ორგანიზატორს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მე-2 აბზაცის შესაბამისად;

(c) ქვეპუნქტში (b) მითითებული ვადის განმავლობაში მოგზაურის მიერ პასუხის გაუცემლობის შედეგები, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

(d) საჭიროების შემთხვევაში, შეთავაზებული სანაცვლო პაკეტი და მისი ფასი.

4. როდესაც მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში ან მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებულ სანაცვლო პაკეტში ცვლილებები იწვევს უფრო დაბალი ხარისხის ან ღირებულების პაკეტით ჩანაცვლებას, მოგზაურს აქვს ფასის შესაბამისად შემცირების უფლება.

5. თუ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება წყდება ამ მუხლის მე-2 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტის მიხედვით და მოგზაური არ თანხმდება სანაცვლო პაკეტზე, ორგანიზატორმა უნდა დააბრუნოს ყველა თანხა, რომელიც გადახდილია მოგზაურის მიერ ან მისი სახელით დაუყოვნებლივ და ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 14 დღისა. გამოიყენება მუხლი 14(2), (3), (4), (5) და (6) შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოგზაურს ჰქონდეს უფლება, შეწყვიტოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს სამოგზაურო პაკეტის დაწყებამდე. როდესაც მოგზაური წვეტს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებას ამ პუნქტის მიხედვით, მოგზაურს შესაძლოა მოსთხოვონ, რომ მან ორგანიზატორს გადაუხადოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაბამისი და გამართლებული მოსაკრებელი. საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება შესაძლებელია განსაზღვრავდეს შეწყვეტის გონივრულ, სტანდარტულ მოსაკრებელს, ხელშეკრულების შეწყვეტის დროის საფუძველზე, პაკეტის დაწყებამდე და მოსალოდნელი ხარჯების დანაზოგს და შემოსავალს ალტერნატიული სამოგზაურო მომსახურებების უზრუნველყოფიდან. შეწყვეტის სტანდარტული მოსაკრებლის არარსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის მოსაკრებლის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პაკეტის ფასს ხარჯების დანაზოგისა და ალტერნატიული სამოგზაურო მომსახურებების უზრუნველყოფის შემოსავლის გამოკლებით. მოგზაურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზატორმა უნდა დაასაბუთოს შეწყვეტის მოსაკრებლების ოდენობა.

2. მიუხედავად 1-ლი აბზაცისა, მოგზაურს უნდა ჰქონდეს უფლება, შეწყვიტოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე, შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე, დანიშნულების ადგილას ან მის უშუალო სიახლოვეს გარდაუვალი ან განსაკუთრებული გარემოების დადგომისას, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს პაკეტის შესრულებაზე, ან მნიშვნელოვნად იმოქმედებს დანიშნულების ადგილას მგზავრების გადაყვანაზე. ამ პუნქტის მიხედვით საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოგზაურს უფლება უნდა ჰქონდეს, სრულად დაიბრუნოს პაკეტისთვის გადახდილი ნებისმიერი თანხა, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს დამატებითი კომპენსაცია.

3. ორგანიზატორს შეუძლია, შეწყვეტოს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულება და მოგზაურს სრულად დაუბრუნოს პაკეტისთვის გადახდილი ნებისმიერი თანხა, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს დამატებითი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, თუ:

(a) პაკეტისთვის რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ხელშეკრულებაში განსაზღვრულ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია და ორგანიზატორი ატყობინებს მოგზაურს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ :

(i) პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა გრძელდება ექვს დღეზე მეტი ხნით;

(ii) პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა გრძელდება ორიდან ექვს დღემდე;

(iii) პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა გრძელდება ორ დღეზე ნაკლები ხნით; ან

(b) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო ორგანიზატორი ვერ ასრულებს ხელშეკრულებას და ის დაუყოვნებლივ ატყობინებს მოგზაურს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პაკეტის დაწყებამდე.

4. ორგანიზატომა უნდა დააბრუნოს მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული თანხები, ან, 1-ლი აბზაცის შესაბამისად, აანაზღაუროს ნებისმიერი თანხა, რომელიც მოგზაურის ან მისი სახელით გადახდილია პაკეტში, შეწყვეტის შესაბამისი მოსაკრებლის გამოკლებით. მოგზაურს თანხები უნდა დაუბრუნდეს ან აუნაზღაურდეს დაუყოვნებლივ და, ნებისმიერ შემთხვევაში, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

5. რაც შეეხება ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ, რომ მოგზაურს ჰქონდეს უფლება, გამოვიდეს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებიდან 14 დღის განმავლობაში რაიმე მიზეზის მითითების გარეშე.

 

თავი IV

პაკეტის შესრულება

მუხლი 13

პაკეტის შესრულების პასუხისმგებლობა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორგანიზატორი პასუხისმგებელი იყოს სამოგზაურო მომსახურებების შესრულებაზე, მათ შორის, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში შესულ მომსახურებებზე, მიუხედავად იმისა, ეს მომსახურებები სრულდება ორგანიზატორის თუ სამოგზაურო მომსახურების სხვა მიმწოდებლების მიერ.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში დატოვონ ან ჩაამატონ დებულებები, რომელთა მიხედვითაც ინდივიდუალური კომპანია ასევე იქნება პასუხისმგებელი პაკეტის შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მე-7 მუხლის და III თავის, ამ თავისა და V თავის დებულებები, რომლებიც ეხება ორგანიზატორს, ასევე შეეხება ინდივიდუალურ კომპანიას შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

2. მოგზაურმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ორგანიზატორს, შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით, ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ, რომელსაც ის აწყდება საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამოგზაურო მომსახურების შესრულებისას.

3. თუ რომელიმე სამოგზაურო მომსახურება არ სრულდება საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შესაბამისად, ორგანიზატორმა უნდა გამოასწოროს შეუსაბამობა, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ეს:

(a) შეუძლებელია; ან

(b) იწვევს არათანაზომიერ ხარჯებს, შეუსაბამობის ხარისხისა და იმ სამოგზაურო მომსახურებების ღირებულების გათვალისწინებით, რომელთაც ადგება ზიანი.

თუ ორგანიზატორი არ გამოასწორებს შეუსაბამობას ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცის (a) ქვეპუნქტის ან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მე-14 მუხლი.

4. მე-3 აბზაცში მოცემული გამონაკლისებისთვის ზიანის მიუყენებლად, თუ ორგანიზატორი არ გამოასწორებს შეუსაბამობას მოგზაურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მოგზაურს შეუძლია ამის თავად გაკეთება და საჭირო დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნა. მოგზაურს არ დასჭირდება ვადის განსაზღვრა, თუ ორგანიზატორი უარს აცხადებს შეუსაბამობის გამოსწორებაზე, ან, თუ გამოსწორება აუცილებელია დაუყოვნებლივ.

5. როდესაც სამოგზაურო მომსახურებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება შეუძლებელია იმგვარად, როგორც ეს შეთანხმებულია საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში, ორგანიზატორმა, დამატებითი ხარჯის გარეშე, მოგზაურს უნდა შესთავაზოს შესაფერისი ალტერნატიული მომსახურებები, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულის ეკვივალენტური ან უფრო მაღალი ხარისხისაა, რათა გაგრძელდეს პაკეტი, მათ შორის, როდესაც მოგზაურის დაბრუნება გამგზავრების ადგილას არაა უზრუნველყოფილი ისე, როგორც შეთანხმებული იყო.

როდესაც ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებისას ვიღებთ უფრო დაბალი ხარისხის პაკეტს, ვიდრე განსაზღვრული იყო საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში, ორგანიზატორმა მოგზაურს უნდა შესთავაზოს შესაბამისად შემცირებული ფასი.

მოგზაურს შეუძლია, უარი თქვას შეთავაზებულ ალტერნატიულ მომსახურებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ჰგავს საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში შეთანხმებულ მომსახურებებს ან შეთავაზებული შემცირებული ფასი არ არის ადეკვატური.

6. როდესაც შეუსაბამობა მნიშვნელოვნად მოქმედებს პაკეტის შესრულებაზე და ორგანიზატორი ვერ ახერხებს მის გამოსწორებას მოგზაურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მოგზაურს შეუძლია საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის მოსაკრების გადახდის გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, ფასის შემცირების ან/და კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა მე-14 მუხლის შესაბამისად.

თუ შეუძლებელია ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზება ან მოგზაური უარს ამბობს შეთავაზებულ ალტერნატიულ მომსახურებებზე ამ მუხლის მე-5 აბზაცის მესამე ქვეაბზაცის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოგზაური უფლებამოსილია, მოითხოვოს ფასის შემცირება ან/და კომპენსაცია მე-14 მუხლის შესაბამისად, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების შეწყვეტის გარეშე.

თუ პაკეტში შედის მგზავრების გადაყვანა, ორგანიზატორმა პირველ და მეორე ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ასევე უნდა უზრუნველყოს მოგზაურის რეპატრიაცია შესაბამისი ტრანსპორტით დაუყოვნებლივ და მოგზაურისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე.

7. ვიდრე, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო, შეუძლებელია მოგზაურის დაბრუნება ისე, როგორც შეთანხმებულია საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში, ორგანიზატორმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯი (თუ შესაძლებელია, იმავე კატეგორიის) არა უმეტეს სამი ღამისა თითოეულ მოგზაურზე. თუ მოგზაურის დასაბრუნებლად გამოყენებულ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ევროკავშირის კანონმდებლობაში მგზავრთა უფლებების შესახებ უფრო გრძელი პერიოდებია გათვალისწინებული, გამოიყენება უფრო გრძელი პერიოდები.

8. ამ მუხლის მე-7 აბზაცში მითითებული ხარჯების შეზღუდვა არ ეხებათ გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებს, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No 1107/2006 მე-2 მუხლის (a) ქვეპუნქტში და მათ თანმხლებ რომელმე პირს, ორსულ ქალებს და თანმხლების გარეშე მოგზაურ არასრულწლოვნებს, აგრეთვე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო დახმარება, თუ ორგანიზატორი ინფორმირებული იყო მათი განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ საგზურის დაწყებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე. ორგანიზატორს არ აქვს უფლება, გამოიყენოს გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები მე-7 მუხლში განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაზღუდად, თუ ტრანსპორტის უზრუნველმყოფ შესაბამის პირს არ შეუძლია ამ გარემოებებზე დაყრდნობა ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 14

ფასის შემცირება და ზიანის ანაზღაურება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოგზაურს ჰქონდეს ფასის შემცირების უფლება ნებისმიერი პერიოდისთვის, როდესაც არსებობდა შეუსაბამობა, თუ ორგანიზატორი არ დაამტკიცებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია მოგზაურის მიზეზით.

2. მოგზაურს უნდა ჰქონდეს უფლება, ორგანიზატორისგან მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მოგზაურს ადგება შეუსაბამობის შედეგად. ზიანი უნდა ანაზღაურდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე.

3. მოგზაურს არ უნდა ჰქონდეს კომპენსაციის მიღების უფლება, თუ ორგანიზატორი დაამტკიცებს, რომ შეუსაბამობა:

(a) გამოწვეულია მოგზაურის მიზეზით;

(b) გამოწვეულია მესამე მხარის მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში შესული სამოგზაურო მომსახურებების უზრუნველყოფასთან, ხოლო მისი განჭვრეტა ან თავიდან აცილება შეუძლებელი იყო;

(c) გამოწვეულია გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით.

4. რამდენადაც ევროკავშირისთვის სავალდებულო საერთაშორისო კონვენციები ზღუდავს პაკეტში შემავალი სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებლის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობას ან გადახდის პირობებს, იგივე შეზღუდვები უნდა შეეხოს ორგანიზატორსაც. რამდენადაც საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც არაა სავალდებულო ევროკავშირისთვის, ზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის გადასახდელ კომპენსაციას, შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეზღუდონ ორგანიზატორის გადასახდელი კომპენსაცია. სხვა შემთხვევებში, საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებამ შესაძლებელია შეზღუდოს ორგანიზატორის გადასახდელი კომპენსაცია, თუ აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ფიზიკურ ზიანს ან ზარალს, რომელიც გამოწვეულია განზრახ ან გულგრილობის გამო და არ შეადგენს პაკეტის საერთო ღირებულების სამმაგ ოდენობაზე ნაკლებს.

5. კომპენსაციის მიღების ნებისმიერი უფლება ან ფასის შემცირება ამ დირექტივის მიხედვით არ უნდა ახდენდეს გავლენას მოგზაურთა უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია რეგულაციაში (EC) No 261/2004, რეგულაციაში (EC) No 1371/2007, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) No 392/2009 რეგულაციაში[20], რეგულაციაში (EU) No 1177/2010 და რეგულაციაში (EU) No 181/2011 და საერთაშორისო კონვენციებში. მოგზაურები უფლებამოსილნი არიან, წარადგინონ მოთხოვნები ამ რეგულაციის, აღნიშნული რეგულაციებისა და საერთაშორისო კონვენციების მიხედვით. ამ დირექტივის მიხედვით გადახდილი კომპენსაცია ან განხორციელებული ფასის შემცირება და აღნიშნული რეგულაციებისა და საერთაშორისო კონვენციების მიხედვით გადახდილი კომპენსაცია ან განხორციელებული ფასის შემცირება უნდა ურთიერთგაიქვითოს ზედმეტი კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად.

6. ამ მუხლის მიხედვით მოთხოვნების წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა იყოს ორ წელზე ნაკლები.

 

მუხლი 15

ინდივიდუალური კომპანიის მეშვეობით ორგანიზატორთან დაკავშირების შესაძლებლობა

მე-13(1) მუხლის მეორე ქვეპუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოგზაურს შეეძლოს პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებები, მოთხოვნები ან პრეტენზიები უშუალოდ იმ ინდივიდუალურ კომპანიას გაუგზავნოს, რომლის მეშვეობითაც შეიძინა პაკეტი. ინდივიდუალურმა კომპანიამ აღნიშნული შეტყობინებები, მოთხოვნები ან პრეტენზიები უნდა გადაუგზავნოს ორგანიზატორს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე.

ვადებთან ან ხანდაზმულობის ვადებთან შესაბამისობის მიზნით, პირველ ქვეპუნქტში მითითებული შეტყობინებების, მოთხოვნების ან პრეტენზიების მიღება ინდივიდუალურ კომპანიაში მიჩნეული იქნება, როგორც მათი მიღება ორგანიზატორის მიერ.

 

მუხლი 16

დახმარების გაწევის ვალდებულება

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორგანიზატორი, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, სათანადო დახმარებას გაუწევს მოგზაურს რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისას, მათ შორის, მე-13(7) მუხლში მითითებულ გარემოებებში, კერძოდ:

(a) მიაწვდის სათანადო ინფორმაციას ჯანდაცვის მომსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დახმარების და საკონსულო დახმარების შესახებ;

(b) დაეხმარება მოგზაურს დისტანციური კომუნიკაციის დამყარებასა და ალტერნატიული სამოგზაურო მომსახურებების მოძიებაში.

ამგვარი დახმარებისთვის ორგანიზატორს უნდა შეეძლოს გონივრული საფასურის დაწესება, თუ სირთულე განზრახაა გამოწვეული მოგზაურისგან ან მისი გულგრილობის გამო. საფასური არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზატორის მიერ გაწეულ რეალურ ხარჯებს.

 

თავი V

გადახდისუუნარობისგან დაცვა

მუხლი 17

ეფექტურობა და გადახდისუუნარობისგან დაცვის ფარგლები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ ტერიტორიაზე დაარსებულმა ორგანიზატორებმა უზრუნველყონ მოგზაურის მიერ ან მისი სახელით გადახდილი ყველა თანხის დაბრუნების გარანტია, ვინაიდან შესაბამისი მომსახურებების შესრულება არ არის გათვალისწინებული ორგანიზატორის გადახდისუუნარობისას. თუ მგზავრების გადაყვანა შედის საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებაში, ორგანიზატორებმა ასევე უნდა უზრუნველყონ მოგზაურების რეპატრიაციის გარანტია. შესაძლებელია პაკეტის გაგრძელების შეთავაზება.

ორგანიზატორები, რომლებიც არ არიან დაარსებულნი წევრ სახელმწიფოში, ხოლო ყიდიან ან ფასდაკლებით სთავაზობენ პაკეტებს წევრ სახელმწიფოში, ან რომლებიც რაიმე საშუალებით ამგვარ საქმიანობებს ამისამართებენ წევრ სახელმწიფოში, ვალდებული არიან, უზრუნველყონ გარანტია ამ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული გარანტია უნდა იყოს ეფექტური და უნდა მოიცავდეს გონივრულად მოსალოდნელ ხარჯებს. ის უნდა ფარავდეს მოგზაურების მიერ ან მათი სახელით პაკეტებისთვის გადახდილი თანხებს, პირველ შენატანებს, საბოლოო გადახდებსა და პაკეტების დასრულებას შორის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე, რეპატრიაციის სავარაუდო ხარჯებს ორგანიზატორის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

3. ორგანიზატორის გადახდისუუნარობისგან დაცვით მოგზაურები უნდა სარგებლობდნენ მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, გამგზავრების ადგილისა თუ პაკეტის გაყიდვის ადგილისა და მიუხედავად წევრი სახელმწიფოსი, სადაც მდებარეობს გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო.

4. როდესაც პაკეტის შესრულებაზე გავლენას ახდენს ორგანიზატორის გადახდისუუნარობა, გარანტია ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასოდ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს რეპატრიაცია და, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციამდე საცხოვრებლის დაფინანსება.

5. სამოგზაურო მომსახურებებისთვის, რომლებიც არ შესრულდა, თანხა უნდა დაბრუნდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე მოგზაურის მხრიდან მოთხოვნის შემდეგ.

 

მუხლი 18

გადახდისუუნარობისგან დაცვის ურთიერთაღიარება და ადმინისტრაციული თანამშრომლობა

1. ნებისმიერი სახის გადახდისუუნარობისგან დაცვა, რომელსაც ორგანიზატორი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე გადმოტანილი მე-17 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად წევრ სახელმწიფოში, რომელშიც ის დაარსებულია, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ დამაკმაყოფილებლად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ ცენტრალური საკონტაქტო პირი ადმინისტრაციული თანამშრომლობისა და სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში მომუშავე ორგანიზატორების ზედამხედველობის ხელშესაწყობად. მათ აღნიშნული საკონტაქტო პირების საკონტაქტო ინფორმაცია უნდა აცნობონ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას.

3. ცენტრალურმა საკონტაქტო პირებმა ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ყველა საჭირო ინფორმაცია გადახდისუუნარობისგან დაცვის მათი ეროვნული მოთხოვნების შესახებ და გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ან სუბიექტების ვინაობა კონკრეტული ორგანიზატორებისთვის, რომლებიც დაარსებული არიან მათ ტერიტორიაზე. აღნიშნულმა საკონტაქტო პირებმა ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ნებისმიერი რეესტი, რომელშიც შეტანილია იმ ორგანიზატორების სია, რომლებიც აკმაყოფილებენ გადახდისუუნარობისგან დაცვის ვალდებულებებს. ნებისმიერი ამგვარი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, მათ შორის, ონლაინ.

4. თუ წევრ სახელმწიფოს ეჭვები აქვს ორგანიზატორის გადახდისუუნარობისგან დაცვისთან დაკავშირებით, მან განმარტება უნდა მოსთხოვოს იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც დაარსებულია ორგანიზატორი. წევრმა სახელმწიფოებმა სხვა წევრი სახელმწიფოების მოთხოვნებს უნდა უპასუხონ შეძლებისდაგვარად სწრაფად, საკითხის სასწრაფოობისა და სირთულის გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი პასუხი უნდა გაიცეს მოთხოვნის მიღებიდან მაქსიმუმ 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

თავი VI

კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებები

მუხლი 19

გადახდისუუნარობისგან დაცვა და საინფორმაციო მოთხოვნები კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებებისთვის

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოვაჭრეებმა, რომლებიც მონაწილეობენ კომბინირებული სავაჭრო მომსახურებების გაყიდვაში, უზრუნველყონ ყველა გადახდილი თანხის დაბრუნების გარანტია, რომელსაც ისინი იღებენ მოგზაურებისგან, თუ სამოგზაურო მომსახურება, რომელიც კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილია, არ სრულდება მათი გადახდისუუნარობის გამო. თუ ამგვარი მოვაჭრეები პასუხისმგებელი არიან მგზავრთა გადაყვანაზე, გარანტიაში ასევე უნდა შევიდეს მოგზაურის რეპატრიაცია. გამოყენებული უნდა იქნეს მე-17(1) მუხლის მეორე ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის მე-2-დან მე-5 პუნქტამდე და მე-18 მუხლი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

2. მანამ, სანამ მოგზაურს დაავალდებულებს რომელიმე ხელშეკრულება, რომლის შედეგიცაა კომბინირებული სამოგზაურო მომსახურება ან ნებისმიერი შესაბამისი შეთავაზება, მათ შორის, როდესაც მოვაჭრე არ არის დაარსებული წევრ სახელმწიფოში, მაგრამ, რაიმე საშუალებით, მიმართავს ამგვარ საქმიანობებს წევრი სახელმწიფოსკენ, მან გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ უნდა განაცხადოს, რომ მოგზაური:

(a) არ ისარგებლებს რომელიმე უფლებით, რომელიც ეხება ექსკლუზიურად პაკეტებს ამ დირექტივის მიხედვით და რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მისი მომსახურების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი;

(b) ისარგებლებს გადახდისუუნარობისგან დაცვით 1-ლი აბზაცის შესაბამისად.

ამ პუნქტთან შესაბამისობისთვის, მოვაჭრემ, რომელიც ყიდის კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, მოგზაურს უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია II დანართში განსაზღვრული შესაბამისი სტანდარტული ფორმის საშუალებით ან, როდესაც კონკრეტული ტიპის კომბინირებული სამოგზაურო მომსახურება არ არის შესული აღნიშნულ დანართში მოცემულ რომელიმე ფორმაში, მიაწოდოს მასში შესული ინფორმაცია.

3. როდესაც მოვაჭრე, რომელიც ყიდის კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს, არ ასრულებს ამ მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებაში შესული სამოგზაურო მომსახურებების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მე-9 და მე-12 მუხლებსა და IV თავში განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები.

4. როდესაც კომბინირებული სამოგზაურო მომსახურება მიღებულია ხელშეკრულების შედეგად, რომელიც იდება მოგზაურსა და მოვაჭრეს შორის, რომელიც არ ყიდის კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას, ამ მოვაჭრემ იმ მოვაჭრეს, რომელიც ყიდის კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების დადების შესახებ.

 

თავი VII

ზოგადი დებულებები

მუხლი 20

ინდივიდუალური კომპანიის განსაკუთრებული ვალდებულებები, როდესაც ორგანიზატორი დაარსებულია ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ

მე-13(1) მუხლის მეორე ქვეპუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, როდესაც ორგანიზატორი დაარსებულია ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ, წევრ სახელმწიფოში დაარსებულ ინდივიდუალურ კომპანიაზე უნდა გავრცელდეს IV და V თავებში ორგანიზატორისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, თუ ინდივიდუალური კომპანია არ წარადგენს მტკიცებულებას, რომ ორგანიზატორი აკმაყოფილებს აღნიშნული თავების მოთხოვნებს.

 

მუხლი 21

პასუხისმგებლობა დაჯავშნისას დაშვებულ შეცდომებზე

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოვაჭრე პასუხისმგებელი იყოს დაჯავშნის სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეულ ნებისმიერ შეცდომაზე, რომელიც მისი მიზეზითაა გამოწვეული და ასევე, დაჯავშნის პროცესში დაშვებული შეცდომები, იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე დასთანხმდა, მოაგვაროს პაკეტის ან იმ სამოგზაურო მომსახურებების დაჯავშნის საკითხი, რომლებიც კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების ნაწილია.

მოვაჭრე არაა პასუხისმგებელი დაჯავშნისას დაშვებულ შეცდომებზე, რომლებიც გამოწვეულია მოგზაურის მიზეზით ან რომლებიც გამოწვეულია გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების შედეგად.

 

მუხლი 22

სამართლებრივი დაცვის უფლება

იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზატორი ან, მე-13(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცის ან მე-20 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური კომპანია იხდის კომპენსაციას, ამცირებს ფასს ან ასრულებს ამ დირექტივით მისთვის დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორგანიზატორს ან ინდივიდუალურ კომპანიას ჰქონდეს უფლება, ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, რათა მესამე მხარემ, რომელსაც წვლილი მიუძღვის იმ ვითარების შექმნაში, რომელმაც კომპენსაციის, ფასის შემცირების ან სხვა ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა წარმოშვა, აანაზღაუროს ზიანი.

 

მუხლი 23

დირექტივის იმპერატიული ხასიათი

1. პაკეტის ორგანიზატორის ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამყიდველი მოვაჭრის განცხადება, რომ ის მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც სამოგზაურო მომსახურების მიმწოდებელი, შუამავალი ან მოქმედებს ნებისმიერი სხვა სტატუსით, ან რომ პაკეტი ან კომბინირებული სამოგზაურო მომსახურება არ წარმოადგენს პაკეტს ან კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებას, არ ათავისუფლებს ორგანიზატორს ან მოვაჭრეს მასზე ამ დირექტივით დაკისრებული ვალდებულებებისგან.

2. მოგზაურებს არ აქვთ უფლება, უარი თქვან უფლებებზე, რომლებიც გადაეცა მათ ამ დირექტივის ტრანსპოზიციის ეროვნული ზომებით.

3. არცერთი სახელშეკრულებო შეთანხმება ან განცხადება მოგზაურის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უარყოფს ან ზღუდავს მოგზაურებისთვის ამ დირექტივით გადაცემულ უფლებებს ან გამიზნულია ამ დირექტივისთვის გვერდის ასავლელად, არ უნდა იყოს სავალდებულო მოგზაურისთვის.

 

მუხლი 24

აღსრულება

წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტური საშუალებების არსებობა, ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 25

ჯარიმები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ საჯარიმო წესები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ დირექტივის შესაბამისად მიღებული ეროვნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში და უნდა მიიღონ მათ განსახორციელებლად საჭირო ყველა ზომა. ჯარიმები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი.

 

მუხლი 26

კომისიის ანგარიში და განხილვა

2019 წლის 1 იანვრისთვის კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ დირექტივის დებულებების შესახებ, რომლებიც ეხება სხვადასხვა რეალიზაციის პუნქტში ონლაინ განხორციელებულ ჯავშნებს და ამ ჯავშნების კვალიფიცირებას პაკეტებად, კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებად ან დამოუკიდებელ სამოგზაურო მომსახურებებად. კერძოდ, ანგარიში უნდა შეეხოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (b)(v) ქვეპუნქტში მოცემული პაკეტის განმარტებას და იმას, არის თუ არა მიზანშეწონილი ამ განმარტების შესწორება ან განვრცობა.

2021 წლის 1 იანვრისთვის კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ზოგადი ანგარიში ამ დირექტივის გამოყენების შესახებ.

საჭიროების შემთხვევაში, პირველ და მეორე აბზაცებში მითითებულ ანგარიშებს უნდა ახლდეს საკანონმდებლო წინადადებები.

 

მუხლი 27

რეგულაციის (EC) No 2006/2004 და დირექტივის 2011/83/EU ცვლილება

1. რეგულაციის (EC) No 2006/2004 დანართის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

„5. ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა (EU) 2015/2302[21]

2. დირექტივის 2011/83/EU მე-3(3) მუხლის (g) ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

„(g) პაკეტების შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის (EU) No 2015/2302 მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში[22].

დირექტივის მუხლი 6(7), მუხლი 8(2) და (6) და მუხლები 19, 21 და 22, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოიყენება პაკეტებთან, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივის (EU) 2015/2302 მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოგზაურებთან მიმართებით, როგორც განსაზღვრულია აღნიშნული დირექტივის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში.

 

თავი VIII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 28

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა

1. 2018 წლის 1 იანვრისთვის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც საჭიროა ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააცნონ კომისიას ამ ზომების ტექსტები.

2. მათ აღნიშნული ზომები უნდა გამოიყენონ 2018 წლის 1 ივლისიდან.

3. წევრმა სახელმწიფოებმა ამ ზომების მიღებისას უნდა მიუთითონ ამ დირექტივაზე ან ამგვარი მითითება აღნიშნულ ზომებს უნდა დაერთოს მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, რა ფორმით უნდა შესრულდეს ამგვარი მითითება.

4. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 29

ძალადაკარგულად გამოცხადება

დირექტივა 90/314/EEC გამოცხადდეს ძალადაკარგულად 2018 წლის 1 ივლისიდან.

მითითებები გაუქმებულ დირექტივებზე განიმარტება, როგორც მითითება ამ დირექტივაზე და იკითხება III დანართში განსაზღვრული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.

 

მუხლი 30

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 31

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში 2015 წლის 25 ნოემბერს.

 

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

მ. შულცი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ნ. შმიტი

დანართი I

ნაწილი A

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებებისთვის, როდესაც შესაძლებელია ჰიპერბმულების გამოყენება

თქვენთვის შემოთავაზებული სამოგზაურო მომსახურებების კომბინაცია არის პაკეტი დირექტივის (EU) 2015/2302 მნიშვნელობის ფარგლებში.

ამიტომ, თქვენ ისარგებლებთ ევროკავშირში პაკეტებზე მოქმედი ყველა უფლებით. კომპანია XY/კომპანიები XY სრულად იქნება/იქნებიან პასუხისმგებელი პაკეტის სრულყოფილად შესრულებაზე.

ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია XY/კომპანიები XY უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ თქვენ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას, ხოლო თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ თქვენს რეპატრიაციას იმ შემთხვევაში, თუ ის/ისინი გახდება/გახდებიან გადახდისუუნარო.

მეტი ინფორმაცია დირექტივაში (EU) 2015/2302 განსაზღვრულ ძირითად უფლებებზე (უზრუნველყოფილი იქნეს ჰიპერბმულის ფორმით).

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

ძირითადი უფლებები დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით

— მოგზაურები მიიღებენ ყველა არსებით ინფორმაციას პაკეტის შესახებ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე.

— ყოველთვის არის მინიმუმ ერთი მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში შესული ყველა სამოგზაურო მომსახურების სათანადო შესრულებაზე.

— მოგზაურებს ეძლევათ გადაუდებელი დახმარების ნომერი ან საკონტაქტო პირის რეკვიზიტები, რომლითაც მათ შეუძლიათ ორგანიზატორთან ან ტურაგენტთან დაკავშირება.

— მოგზაურებს შეუძლიათ პაკეტი გადასცენ სხვა პირს გონივრულ ვადაში შეტყობინების გაგზავნით და შესაძლო დამატებითი ხარჯების გაღებით.

— პაკეტის ფასის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება კონკრეტული ხარჯები (მაგალითად, საწვავის ფასი) და თუ ეს გარკვევითაა გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და, ნებისმიერ შემთხვევაში, პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე. თუ ფასის ზრდა აღემატება პაკეტის ფასს 8%-ზე მეტად, მოგზაურს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ ორგანიზატორი იტოვებს ფასის გაზრდის უფლებას, მოგზაურს ფასის შემცირების უფლება აქვს, თუ მცირდება შესაბამისი ხარჯები.

— მოგზაურებს შეუძლიათ, შეწყვეტონ ხელშეკრულება შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე და სრულად დაიბრუნონ ნებისმიერი გადახდილი თანხა, თუ პაკეტის რომელიმე არსებითი ელემენტი, გარდა ფასისა, მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუ პაკეტის დაწყებამდე მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია პაკეტზე, აუქმებს პაკეტს, მოგზაურები უფლებამოსილი არიან, დაიბრუნონ თანხა და მიიღონ კომპენსაცია, საჭიროების შემთხვევაში.

— პაკეტის დაწყებამდე მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ არსებობს უსაფრხოების სერიოზული პრობლემები დანიშნულების ადგილას, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს პაკეტზე.

— ამასთან, მოგზაურებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, პაკეტის დაწყებამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება შესაბამისი და დასაბუთებული შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ.

— თუ პაკეტის დაწყების შემდეგ პაკეტის მნიშვნელოვანი ელემენტები ვერ სრულდება ისე, როგორც შეთანხმებული იყო, მოგზაურს უნდა შესთავაზონ შესაბამისი ალტერნატიული მომსახურებები დამატებითი ხარჯების გარეშე. მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე, როდესაც მომსახურებები არ სრულდება ხელშეკრულების შესაბამისად და, შესაბამისად, არსებითად მოქმედებს პაკეტის შესრულებაზე და ორგანიზატორი ვერ აგვარებს პრობლემას.

— მოგზაურები, ასევე, უფლებამოსილი არიან, შეამცირონ ფასი ან/და მიიღონ კომპენსაცია, როდესაც სამოგზაურო მომსახურებები არ სრულდება ან სრულდება არაჯეროვნად.

— ორგანიზატორმა დახმარება უნდა გაუწიოს მოგზაურს, თუ მას სირთულეები შეექმნება.

— თუ ორგანიზატორი, ხოლო ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში - ინდივიდუალური კომპანია, გახდება გადახდისუუნარო, გადახდილი თანხები დაუბრუნდება გადამხდელს. თუ ორგანიზატორი ან, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანია გახდება გადახდისუუნარო პაკეტის დაწყების შემდეგ და თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, მოგზაურის რეპატრიაცია დაზღვეულია. XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია). მოგზაურებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ სუბიექტს ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ სუბიექტს (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია YZ-ის გადახდისუუნარობის გამო.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

 

ნაწილი B

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულებებისთვის A ნაწილში შესული სიტუაციებისგან განსხვავებული სიტუაციებისთვის

თქვენთვის შემოთავაზებული სამოგზაურო მომსახურებების კომბინაცია არის პაკეტი დირექტივის (EU) 2015/2302 მნიშვნელობის ფარგლებში.

ამიტომ, თქვენ ისარგებლებთ ევროკავშირში პაკეტებზე მოქმედი ყველა უფლებით. კომპანია XY/კომპანიები XY სრულად იქნება/იქნებიან პასუხისმგებელი პაკეტის სრულყოფილად შესრულებაზე.

ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია XY/კომპანიები XY უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ თქვენ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას, ხოლო თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ თქვენს რეპატრიაციას იმ შემთხვევაში, თუ ის/ისინი გახდება/გახდებიან გადახდისუუნარო.

ძირითადი უფლებები დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით

— მოგზაურრები მიიღებენ ყველა არსებით ინფორმაციას პაკეტის შესახებ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე.

— ყოველთვის არის მინიმუმ ერთი მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში შესული ყველა სამოგზაურო მომსახურების სათანადო შესრულებაზე.

— მოგზაურებს ეძლევათ გადაუდებელი დახმარების ნომერი ან საკონტაქტო პირის რეკვიზიტები, რომლითაც მათ შეუძლიათ ორგანიზატორთან ან ტურაგენტთან დაკავშირება.

— მოგზაურებს შეუძლიათ პაკეტი გადასცენ სხვა პირს გონივრულ ვადაში შეტყობინების გაგზავნით და შესაძლო დამატებითი ხარჯების გაღებით.

— პაკეტის ფასის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება კონკრეტული ხარჯები (მაგალითად, საწვავის ფასი) და თუ ეს გარკვევითაა გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და, ნებისმიერ შემთხვევაში, პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე. თუ ფასის ზრდა აღემატება პაკეტის ფასს 8%-ზე მეტად, მოგზაურს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ ორგანიზატორი იტოვებს ფასის გაზრდის უფლებას, მოგზაურს ფასის შემცირების უფლება აქვს, თუ მცირდება შესაბამისი ხარჯები.

— მოგზაურებს შეუძლიათ, შეწყვეტონ ხელშეკრულება შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე და სრულად დაიბრუნონ ნებისმიერი გადახდილი თანხა, თუ პაკეტის რომელიმე არსებითი ელემენტი, გარდა ფასისა, მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუ პაკეტის დაწყებამდე მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია პაკეტზე, აუქმებს პაკეტს, მოგზაურები უფლებამოსილი არიან, დაიბრუნონ თანხა და მიიღონ კომპენსაცია, საჭიროების შემთხვევაში.

— პაკეტის დაწყებამდე მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ არსებობს უსაფრხოების სერიოზული პრობლემები დანიშნულების ადგილას, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს პაკეტზე.

— ამასთან, მოგზაურებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, პაკეტის დაწყებამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება შესაბამისი და დასაბუთებული შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ.

— თუ კაპეტის დაწყების შემდეგ პაკეტის მნიშვნელოვანი ელემენტები ვერ სრულდება ისე, როგორც შეთანხმებული იყო, მოგზაურს უნდა შესთავაზონ შესაბამისი ალტერნატიული მომსახურებები დამატებითი ხარჯების გარეშე. მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე, როდესაც მომსახურებები არ სრულდება ხელშეკრულების შესაბამისად და, შესაბამისად, ეს არსებითად მოქმედებს პაკეტის შესრულებაზე და ორგანიზატორი ვერ აგვარებს პრობლემას.

— მოგზაურები, ასევე, უფლებამოსილი არიან, შეამცირონ ფასი ან/და მიიღონ კომპენსაცია, როდესაც სამოგზაურო მომსახურებები არ სრულდება ან სრულდება არაჯეროვნად.

— ორგანიზატორმა დახმარება უნდა გაუწიოს მოგზაურს, თუ მას სირთულეები შეექმნება.

— თუ ორგანიზატორი, ხოლო ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში - ინდივიდუალური კომპანია, გახდება გადახდისუუნარო, გადახდილი თანხები დაუბრუნდება გადამხდელს. თუ ორგანიზატორი ან, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანია გახდება გადახდისუუნარო პაკეტის დაწყების შემდეგ და თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, მოგზაურის რეპატრიაცია დაზღვეულია. XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია). მოგზაურებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ სუბიექტს ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ სუბიექტს (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია YZ-ის გადახდისუუნარობის გამო.

(ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია დირექტივის (EU) 2015/2302 მოძიება ისეთი სახით, როგორითაც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში).

 

ნაწილი C

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, როდესაც ორგანიზატორი გადასცემს მონაცემებს სხვა მოვაჭრეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (b)(v) ქვეპუნქტის შესაბამისად

თუ თქვენ დებთ ხელშეკრულებას AB კომპანიასთან XY კომპანიისგან ჯავშანის დადასტურების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, XY-ისა და AB-ის მიერ მიწოდებული სამოგზაურო მომსახურებები შეადგენს პაკეტს დირექტივის (EU) 2015/2302 მნიშვნელობის ფარგლებში.

ამიტომ, თქვენ ისარგებლებთ ევროკავშირში პაკეტებზე მოქმედი ყველა უფლებით. XY კომპანია სრულად იქნება პასუხისმგებელი პაკეტის სრულყოფილად შესრულებაზე.

ამასთან, როგორც ამას მოითხოვს კანონი, XY კომპანია უზრუნველყოფს თქვენ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას და, თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, უზრუნველყოფს თქვენს რეპატრიაციას იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება გადახდისუუნარო.

მეტი ინფორმაცია (EU) 2015/2302 დირექტივაში განსაზღვრულ ძირითად უფლებებზე (უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიპერბმულის ფორმით).

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

ძირითადი უფლებები დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით

— მოგზაურები მიიღებენ ყველა არსებით ინფორმაციას სამოგზაურო მომსახურებების შესახებ საგზურით მოგზაურობის ხელშეკრულების დადებამდე.

— ყოველთვის არის მინიმუმ ერთი მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში შესული ყველა სამოგზაურო მომსახურების სათანადო შესრულებაზე.

— მოგზაურებს ეძლევათ გადაუდებელი დახმარების ნომერი ან საკონტაქტო პირის რეკვიზიტები, რომლითაც მათ შეუძლიათ ორგანიზატორთან ან ტურაგენტთან დაკავშირება.

— მოგზაურებს შეუძლიათ პაკეტი გადასცენ სხვა პირს გონივრულ ვადაში შეტყობინების გაგზავნით და შესაძლო დამატებითი ხარჯების გაღებით.

— პაკეტის ფასის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება კონკრეტული ხარჯები (მაგალითად, საწვავის ფასი) და თუ ეს გარკვევითაა გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და, ნებისმიერ შემთხვევაში, პაკეტის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე. თუ ფასის ზრდა აღემატება პაკეტის ფასს 8%-ზე მეტად, მოგზაურს აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ ორგანიზატორი იტოვებს ფასის გაზრდის უფლებას, მოგზაურს ფასის შემცირების უფლება აქვს, თუ მცირდება შესაბამისი ხარჯები.

— მოგზაურებს შეუძლიათ, შეწყვეტონ ხელშეკრულება შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე და სრულად დაიბრუნონ ნებისმიერი გადახდილი თანხა, თუ პაკეტის რომელიმე არსებითი ელემენტი, გარდა ფასისა, მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუ პაკეტის დაწყებამდე მოვაჭრე, რომელიც პასუხისმგებელია პაკეტზე, აუქმებს პაკეტს, მოგზაურები უფლებამოსილი არიან, დაიბრუნონ თანხა და მიიღონ კომპენსაცია, საჭიროების შემტხვევაში.

— პაკეტის დაწყებამდე მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ არსებობს უსაფრხოების სერიოზული პრობლემები დანიშნულების ადგილას, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს პაკეტზე.

— ამასთან, მოგზაურებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, პაკეტის დაწყებამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება შესაბამისი და დასაბუთებული შეწყვეტის მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ.

— თუ კაპეტის დაწყების შემდეგ პაკეტის მნიშვნელოვანი ელემენტები ვერ სრულდება ისე, როგორც შეთანხმებული იყო, მოგზაურს უნდა შესთავაზონ შესაბამისი ალტერნატიული მომსახურებები დამატებითი ხარჯების გარეშე. მოგზაურებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა შეწყვეტის რაიმე მოსაკრებლის გადახდის გარეშე, როდესაც მომსახურებები არ სრულდება ხელშეკრულების მიხედვით და, შესაბამისად, ეს არსებითად მოქმედებს პაკეტის შესრულებაზე და ორგანიზატორი ვერ აგვარებს პრობლემას.

— მოგზაურები, ასევე, უფლებამოსილი არიან, შეამცირონ ფასი ან/და მიიღონ კომპენსაცია, როდესაც სამოგზაურო მომსახურებები არ სრულდება ან სრულდება არაჯეროვნად.

— ორგანიზატორმა დახმარება უნდა გაუწიოს მოგზაურს, თუ მას სირთულეები შეექმნება.

— თუ ორგანიზატორი, ხოლო ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში - ინდივიდუალური კომპანია, გახდება გადახდისუუნარო, გადახდილი თანხები დაუბრუნდება გადამხდელს. თუ ორგანიზატორი ან, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კომპანია გახდება გადახდისუუნარო პაკეტის დაწყების შემდეგ და თუ პაკეტში შედის ტრანსპორტირება, მოგზაურის რეპატრიაცია დაზღვეულია. XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში [გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია). მოგზაურებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ სუბიექტს ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ სუბიექტს (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია YZ-ის გადახდისუუნარობის გამო.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

 

 

დანართი II

ნაწილი A

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, როდესაც მოვაჭრე, რომელიც ონლაინ ყიდის კომბინირებულ მომსახურებებს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, არის გადამყვანი, რომელიც ყიდის დასაბრუნებელ ბილეთს

თუ ერთი სამოგზაურო მომსახურების შერჩევისა და მისი საფასურის გადახდის შემდეგ თქვენი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს ჩვენი კომპანიის მეშვეობით/XY, თქვენ ვერ ისარგებლებთ პაკეტთან დაკავშირებული უფლებებით დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია/XY არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული დამატებითი სამოგზაურო მომსახურებების სათანადო შესრულებაზე. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.

თუმცა, თუ თქვენ ჯავშნით რომელიმე დამატებით სამოგზაურო მომსახურებას ჩვენი კომპანიის/XY დაჯავშნის ვებგვერდზე იმავე ვიზიტისას, სამოგზაურო მომსახურებები გახდება კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, XY უზრუნველყოფს თქვენ მიერ XY-თვის გადახდილი თანხის დაბრუნებას მომსახურებებისთვის, რომლებიც XY-მა არ შეასრულა გადახდისუუნარობის გამო და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს რეპატრიაციას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

მეტი ინფორმაცია გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ (უზრუნველყოფილი იქნეს ჰიპერბმულის ფორმით)

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია).

მოგზაურებს შეუძლიათ ამ სუბიექტთან დაკავშირება ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირება (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია XY-ის გადახდისუუნარობის გამო.

შენიშვნა: ამ გადახდისუუნარობისგან დაცვაში არ შედის ხელშეკრულებები მხარეებთან, გარდა XY-თან დადებული ხელშეკრულებებისა, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია XY-ის გადახდისუუნარობის მიუხედავადაც.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

 

ნაწილი B

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, როდესაც მოვაჭრე, რომელიც ონლაინ ყიდის კომბინირებულ სამოგზაოურო მომსახურებებს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობით, არის მოვაჭრე და არა გადამყვანი, რომელიც ყიდის დასაბრუნებელ ბილეთს

თუ ერთი სამოგზაურო მომსახურების შერჩევისა და მისი საფასურის გადახდის შემდეგ თქვენი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს ჩვენი კომპანიის/XY მეშვეობით, თქვენ ვერ ისარგებლებთ პაკეტთან დაკავშირებული უფლებებით დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია/XY არ იქნება პასუხისმგებელი ინდივიდუალური სამოგზაურო მომსახურებების სათანადო შესრულებაზე. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.

თუმცა, თუ თქვენ ჯავშნით რომელიმე დამატებით სამოგზაურო მომსახურებას ჩვენი კომპანიის/XY დაჯავშნის ვებგვერდზე იმავე ვიზიტისას, სამოგზაურო მომსახურებები გახდება კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, XY უზრუნველყოფს თქვენ მიერ XY-თვის გადახდილი თანხის დაბრუნებას მომსახურებებისთვის, რომლებიც ვერ შესრულდა XY-ის გადახდისუუნარობის გამო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

მეტი ინფორმაცია გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ (უზრუნველყოფილი იქნეს ჰიპერბმულის ფორმით)

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია).

მოგზაურებს შეუძლიათ ამ სუბიექტთან დაკავშირება ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირება (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია XY-ის გადახდისუუნარობის გამო.

შენიშვნა: ამ გადახდისუუნარობისგან დაცვაში არ შედის ხელშეკრულებები მხარეებთან, გარდა XY-თან დადებული ხელშეკრულებებისა, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია XY-ის გადახდისუუნარობის მიუხედავად.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

 

ნაწილი C

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შემთხვევაში მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, როდესაც ხელშეკრულებები დადებულია მოვაჭრისა (რომელიც არ არის გადამყვანი, რომელიც ყიდის დასაბრუნებელ ბილეთს) და მოგზაურს შორის მათი ერთდროული ფიზიკური დასწრებით

თუ ერთი სამოგზაურო მომსახურების შერჩევისა და მისი საფასურის გადახდის შემდეგ თქვენი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს ჩვენი კომპანიის/XY მეშვეობით, თქვენ ვერ ისარგებლებთ პაკეტთან დაკავშირებული უფლებებით დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია/XY არ იქნება პასუხისმგებელი ინდივიდუალური სამოგზაურო მომსახურებების სათანადო შესრულებაზე. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.

თუმცა, თუ თქვენ ჯავშნით რომელიმე დამატებით სამოგზაურო მომსახურებას ჩვენს კომპანიაში/XY ვიზიტის ან მასთან კონტაქტის დროს, სამოგზაურო მომსახურებები გახდება კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, XY უზრუნველყოფს თქვენ მიერ XY-თვის გადახდილი თანხის დაბრუნებას მომსახურებებისთვის, რომლებიც ვერ შესრულდა XY-ის გადახდისუუნარობის გამო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

 

XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია).

მოგზაურებს შეუძლიათ ამ სუბიექტთან დაკავშირება ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირება (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია XY-ის გადახდისუუნარობის გამო.

შენიშვნა: ამ გადახდისუუნარობისგან დაცვაში არ შედის ხელშეკრულებები მხარეებთან, გარდა XY-თან დადებული ხელშეკრულებებისა, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია XY-ის გადახდისუუნარობის მიუხედავად.

(ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია დირექტივის (EU) 2015/2302 მოძიება ისეთი სახით, როგორითაც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში).

 

ნაწილი D

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, როდესაც მოვაჭრე, რომელიც ონლაინ ყიდის კომბინირებულ მომსახურებებს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, არის გადამყვანი, რომელიც ყიდის დასაბრუნებელ ბილეთს

თუ თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს თქვენი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში ამ ბმულის/ამ ბმულების საშუალებით, თქვენ ვერ ისარგებლებთ პაკეტთან დაკავშირებული უფლებებით დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია/XY არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული დამატებითი სამოგზაურო მომსახურებების სათანადო შესრულებაზე. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.

თუმცა, თუ თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს ამ ბმულის/ამ ბმულების საშუალებით, ჩვენი კომპანიისგან/XY ჯავშანის დადასტურების მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული სამოგზაურო მომსახურებები გახდება კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, XY უზრუნველყოფს თქვენ მიერ XY-თვის გადახდილი თანხის დაბრუნებას მომსახურებებისთვის, რომლებიც XY-მა არ შეასრულა გადახდისუუნარობის გამო და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს რეპატრიაციას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

მეტი ინფორმაცია გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ (უზრუნველყოფილი იქნეს ჰიპერბმულის ფორმით)

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია).

მოგზაურებს შეუძლიათ ამ სუბიექტთან დაკავშირება ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირება (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია XY-ის გადახდისუუნარობის გამო.

შენიშვნა: ამ გადახდისუუნარობისგან დაცვაში არ შედის ხელშეკრულებები მხარეებთან, გარდა XY-თან დადებული ხელშეკრულებებისა, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია XY-ის გადახდისუუნარობის მიუხედავად.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

 

ნაწილი E

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, როდესაც მოვაჭრე, რომელიც ონლაინ ყიდის კომბინირებულ სამოგზაურო მომსახურებებს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, არის მოვაჭრე და არა გადამყვანი, რომელიც ყიდის დასაბრუნებელ ბილეთს

თუ თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს თქვენი მოგზაურობის ან დასვენების ფარგლებში ამ ბმულის/ამ ბმულების საშუალებით, თქვენ ვერ ისარგებლებთ პაკეტთან დაკავშირებული უფლებებით დირექტივის (EU) 2015/2302 მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია/XY არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული დამატებითი სამოგზაურო მომსახურებების სათანადო შესრულებაზე. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.

თუმცა, თუ თქვენ ჯავშნით დამატებით სამოგზაურო მომსახურებებს ამ ბმულის/ამ ბმულების საშუალებით, ჩვენი კომპანიისგან/XY ჯავშანის დადასტურების მიღებიდანმაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული სამოგზაურო მომსახურებები გახდება კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, XY უზრუნველყოფს თქვენს მიერ XY-თვის გადახდილი თანხის დაბრუნებას მომსახურებებისთვის, რომლებიც ვერ შესრულდა XY-ის გადახდისუუნარობის გამო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

მეტი ინფორმაცია გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ (უზრუნველყოფილი იქნეს ჰიპერბმულის ფორმით)

მიჰყვება რა ჰიპერბმულს, მოგზაური მიიღებს შემდეგ ინფორმაციას:

XY გადახდისუუნარობისგან დაცვას აზღვევს YZ -ში (გადახდისუუნარობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, მაგალითად, საგარანტიო ფონდი ან სადაზღვევო კომპანია).

მოგზაურებს შეუძლიათ ამ სუბიექტთან დაკავშირება ან, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირება (საკონტაქტო ინფორმაცია, დასახელების, გეოგრაფიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის ჩათვლით), თუ მომსახურებები უარყოფილია XY-ის გადახდისუუნარობის გამო.

შენიშვნა: ამ გადახდისუუნარობისგან დაცვაში არ შედის ხელშეკრულებები მხარეებთან, გარდა XY-თან დადებული ხელშეკრულებებისა, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია XY-ის გადახდისუუნარობის მიუხედავად.

დირექტივა (EU) 2015/2302, როგორც ის გადატანილია ეროვნულ კანონმდებლობაში (ჰიპერბმული)

დანართი III

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 90/314/EEC

ეს დირექტივა

მუხლი 1

მუხლი 1

მუხლი 2(1)

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი და მუხლი 2(2), ქვეპუნქტი (a)

მუხლი 2(2)

მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი

მუხლი 2(3)

მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი

მუხლი 2(4)

მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი

მუხლი 2(5)

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი

მუხლი 3(1)

ამოღებულია

მუხლი 3(2)

ამოღებულია, თუმცა მთავარი ნაწილი ჩართულია მე-5 და მე-6 მუხლებში

მუხლი 4(1), ქვეპუნქტი (a)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (f)

მუხლი 4(1), ქვეპუნქტი (b)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (h), მუხლი 7(2), ქვეპუნქტი (d) და (f) და მუხლი 7(4)

მუხლი 4(2), ქვეპუნქტი (a)

მუხლი 7(2)

მუხლი 4(2), ქვეპუნქტი (b)

მუხლი 5(3) და მუხლი 7(1) და (4)

მუხლი 4(2), ქვეპუნქტი (c)

ამოღებულია

მუხლი 4(3)

მუხლი 9

მუხლი 4(4)

მუხლი 10

მუხლი 4(5)

მუხლი 11(2) და (3)

მუხლი 4(6)

მუხლი 11(2), (3) და (4) და მუხლი 12(3) და (4)

მუხლი 4(7)

მუხლი 13(5), (6) და (7)

მუხლი 5(1)

მუხლი 13(1)

მუხლი 5(2)

მუხლი 14(2), (3) და (4) და მუხლი 16

მუხლი 5(3)

მუხლი 23(3)

მუხლი 5(4)

მუხლი 7(2), ქვეპუნქტი (e) და მუხლი 13(2)

მუხლი 6

მუხლი 13(3)

მუხლი 7

მუხლი 17 და მუხლი 18

მუხლი 8

მუხლი 4

მუხლი 9(1)

მუხლი 28(1)

მუხლი 9(2)

მუხლი 28(4)

მუხლი 10

მუხლი 31

დანართი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (a)(i)

დანართი, ქვეპუნქტი (b)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (a)(ii)

დანართი, ქვეპუნქტი (c)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (a)(iii)

დანართი, ქვეპუნქტი (d)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (e)

დანართი, ქვეპუნქტი (e)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (a)(i)

დანართი, ქვეპუნქტი (f)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (a)(v)

დანართი, ქვეპუნქტი (g)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (b)

დანართი, ქვეპუნქტი (h)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (c) და მუხლი 10(1)

დანართი, ქვეპუნქტი (i)

მუხლი 5(1), ქვეპუნქტი (d)

დანართი, ქვეპუნქტი (j)

მუხლი 7(2), ქვეპუნქტი (a)

დანართი, ქვეპუნქტი (k)

მუხლი 13(2)

 



[1]ოფიციალური ჟურნალი, C 170, 05.06.2014, გვ. 73.

[2]ევროპარლამენტის 2014 წლის 12 მარტის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის პირველი მოსმენის პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 360, 30.10.2015, გვ. 1). ევროპარლამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში).

[3] საბჭოს 1990 წლის 13 ივნისის დირექტივა 90/314/EEC საგზურით მოგზაურობის, საგზურით დასვენებისა და ტურისტული მომსახურების პაკეტების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 158, 23.06.1990, გვ. 59).

[4]იხილეთ მართლმსაჯულების სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის განაჩენი, საქმეზე Club Tour, Viagens e Turismo SA v Alberto Carlos Lobo Gonçalves Garrido and Club Med Viagens Lda, C-400/00, ECLI:EU:C:2002:272.

[5] იხილეთ: ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 8 ივნისის დირექტივა 2000/31/EC შიდა ბაზარზე საინფორმაციო საზოგადოების სერვისების ზოგიერთი იურიდიული ასპექტის, განსაკუთრებით, ელექტრონული კომერციის შესახებ (დირექტივა ელექტრონული კომერციის შესახებ) (ოფიციალური ჟურნალი L 178, 17.07. 2000, გვ. 1) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 2006/123/EC შიდა ბაზარზე მომსახურებების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 376, 27.12.2006, გვ. 36), აგრეთვე, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის რეგულაცია (EC) No 2111/2005 ევროგაერთიანების იმ ავიაგადამზიდველების ნუსხის შედგენის შესახებ, რომლებიც ექვემდებარება საოპერაციო აკრძალვას ევროგაერთიანების საზღვრებში და ფაქტობრივი ავიაგადამზიდველის ვინაობის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ და რომლითაც უქმდება დირექტივის 2004/36/EC მუხლი 9 (ოფიციალური ჟურნალი L 344, 27.12.2005, გვ. 15), ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 5 ივლისის რეგულაცია (EC) No 1107/2006, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების უფლებებს საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას (ოფიციალური ჟურნალი L 204, 26.07.2006, გვ. 1), ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის რეგულაცია (EC) No 1371/2007 რკინიგზის მგზავრების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 315, 03.12.2007, გვ. 14), ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 24 სექტემბრის რეგულაცია (EC) No 1008/2008 ევროგაერთიანებაში ავიამომსახურების უზრუნველყოფის ზოგადი წესების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 293, 31.10.2008, გვ. 3), ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1177/2010, რომელიც ეხება იმ მგზავრების უფლებებს, რომლებიც მოგზაურობენ ზღვითა და შიდა წყლებით და რომლითაც ცვლილებები შედის რეგულაციაში (EC) No 2006/2004 (ოფიციალური ჟურნალი L 334, 17.12.2010, გვ. 1) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 16 თებერვლის რეგულაცია (EU) No 181/2011, რომელიც ეხება ავტობუსისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრების უფლებებს და რომლითაც ცვლილებები შედის რეგულაციაში (EC) No 2006/2004 (ოფიციალური ჟურნალი L 55, 28.02.2011, გვ. 1).

[6]საბჭოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება 2001/539/EC ევროგაერთიანების მიერ საერთაშორისო ავიაგადაყვანის გარკვეული წესების უნიფიცირების კონვენციის დადების შესახებ (მონრეალის კონვენცია) (ოფიციალური ჟურნალი L 194, 18.07.2001, გვ. 38).

[7]საბჭოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება 2013/103/EU ევროკავშირსა და რკინიგზით საერთაშორისო გადაყვანის მთავრობათაშორის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების ხელმოწერისა და გაფორმების შესახებ, 1980 წლის 9 მაისის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ კონვენციასთან (COTIF) ევროკავშირის მიერთების შესახებ, რომელიც შესწორებულია ვილნიუსის 1999 წლის 3 ივნისის ოქმით (ოფიციალური ჟურნალი L 51, 23.02.2013, გვ. 1).

[8]საბჭოს 2011 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება 2012/22/EU, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერთებას 2002 წლის ათენის კონვენციის ოქმთან, რომელიც დაკავშირებულია ზღვით მგზავრების გადაყვანასა და მათი ბარგის გადაზიდვასთან, 1974 წ., მისი მე-10 და მე-11 მუხლების გამოკლებით (ოფიციალური ჟურნალი L 8, 12.01.2012, გვ. 1).

[9]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია (EC) No 261/2004, რომელიც აწესებს ზოგად წესებს კომპენსაციის გადახდისა და მგზავრების დახმარების შესახებ, ბორტზე არდაშვების და რეისების გაუქმების ან დიდი ხნით დაგვიანების შემთხვევაში და რომლითაც უქმდება რეგულაცია (EEC) No 295/91 (ოფიციალური ჟურნალი L 46, 17.02.2004, გვ. 1).

[10]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის რეგულაცია (EC) No 2006/2004 მომხმარებელთა დაცვის აღსრულების კანონმდებლობაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ (რეგულაცია მომხმარებელთა დაცვის სფეროში) (ოფიციალური ჟურნალი L 364, 09.12.2004, გვ. 1).

[11]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2011/83/EU მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის საბჭოს დირექტივაში 93/13/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 1999/44/EC და უქმდება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 85/577/EEC და დირექტივა 97/7/EC (ოფიციალური ჟურნალი L 304, 22.11.2011, გვ. 64).

[12]ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივა 95/46/EC პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ცალკეული პირების დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 281, 23.11.1995, გვ. 31).

[13]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 17 ივნისის რეგულაცია (EC) No 593/2008 სახელშეკრულებო ვალდებულებებისთვის გამოყენებული კანონმდებლობის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 177, 09.04.2008, გვ. 6).

[14]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 12 დეკემბრის რეგულაცია (EU) No 1215/2012 სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში გადაწყვეტილებების იურისდიქციის, აღიარებისა და აღსრულების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 351, 20.12.2012, გვ. 1).

[15] ოფიციალური ჟურნალი C 369, 17.12.2011, გვ. 14.

[16]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 5 სექტემბრის დირექტივა 2007/46/EC, რომელიც აწესებს ჩარჩოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელებისა და სისტემების, კომპონენტებისა და ამგვარი საშუალებებისთვის განკუთვნილი ცალკეული ტექნიკური ნაწილების დასამტკიცებლად (ჩარჩო დირექტივა) (ოფიციალური ჟურნალი L 263, 09.10.2007, გვ. 1).

[17] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 2006/126/EC მართვის მოწმობის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 403, 30.12.2006, გვ. 18).

[18]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 21 მაისის დირექტივა 2013/11/EU ალტერნატიული გზით დავის გადაწყვეტის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის რეგულაციაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2009/22/EC(დირექტივა ალტერნატიული გზით მომხმარებლის დავის გადაწყვეტის შესახებ) (ოფიციალური ჟურნალი L 165, 18.06.2013, გვ. 63).

[19]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 21 მაისის რეგულაცია 2013/524/2013 მომხმარებელთა დავების ონლაინ გადაწყვეტის შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის რეგულაციაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2009/22/EC (რეგულაცია მომხმარებლის დავის ონლაინ გადაწყვეტის შესახებ) (ოფიციალური ჟურნალი L 165, 18.06.2013, გვ. 1).

[20]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის რეგულაცია (EC) No 392/2009 უბედური შემთხვევების დროს მგზავრთა ზღვით გადაყვანის ვალდებულების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 131, 28.05.2009, გვ. 24).

[21]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302 საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 326, 11.12.2015, გვ. 1).“.

[22]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის დირექტივა (EU) 2015/2302 საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 326, 11.12.2015, გვ. 1).“.