დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.159.016416 |
|
“მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქრთველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტი ,,გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 08/02/2011, 210020010.35.159.016024) და,
1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება და შეღავათები 1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს; ბ) საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა. 2. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს. 2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე: ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის - 4,0 ლარი; ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა - 2,0 (ორი) ლარი; ბ) ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის, გარდა ქალაქ მარნეულისა (მშენებლობა, რომელიც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას) – 3,0 ლარი; გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: გ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის - 2,0 ლარი; გ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი; გ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - 3,0 ლარი; დ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის: დ.ა) II, III კატეგორიის ნაგებობებზე - 1,0 ლარი; დ.ბ) IVკატეგორიის ნაგებობებზე - 0.50 ლარი; 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) სააგნარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) II კლასის ობიექტისათვის - 50 ლარი; ბ) III კლასის ობიექტისათვის - 200 ლარი; გ) IV კლასის ობიექტისათვის - 400 ლარი; 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის, საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული მშენებლობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები