საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6343-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019875
6343-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
200000000.05.001.019875
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“.

2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;“.

ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1)  ბუნებრივი  აირის  კონდენსატისათვის  ან/და  გათხევადებული  ბუნებრივი აირისათვის – წონით;“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი

(გარდა მილსადენით გადაადგილებულისა)

2709 00 100 00

– აირის კონდენსატი ბუნებრივი

1 ტ

300

2711 11 000 00

– – ბუნებრივი აირი (გათხევადებული)

1 ტ

300

2711 12

– – პროპანი

1 ტ

300

2711 13

– – ბუტანები

1 ტ

300

2711 14 000 00

– – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი

1 ტ

300

2711 19 000 00

– – დანარჩენი

1 ტ

300

2711 21 000 00

– – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში)

1000 მ3

200

  2901 10 000 00

  გაჯერებულები

1 ტ

300

2901 23

– – ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები:

1 ტ

300

                                                                                                                                                                 “;

ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6343-IIს