დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017015 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ოპერატიული უზრუნველყოფის IV სამმართველო;“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებსა და სხვა სპეციალურ ქვედანაყოფების საქმიანობის შემოწმებას;“; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევებზე;“. 3. 82 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები