დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016457 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27.12.2019 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016445) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.“ 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების შესახებ.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის შესახებ.“ 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად).“ 11. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი. 12. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი. 13. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე-10 მუხლის მე-16 პუნქტი. 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის ბიუჯეტი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები