დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6300-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.05.001.019896 |
|
„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.05.001.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო). 3. ციფრული მმართველობის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას. 4. ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამის რეესტრის სუბიექტს უწევს რეკომენდაციებს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის, გამოყენების, შეცვლის, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე. 5. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის შესახებ რეკომენდაციებს, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივებას ემსახურება. 6. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს.“. 3. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მიწოდების პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატსა და გზებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.“. 4. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება ციფრული მმართველობის სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.“. 5. მე-7−მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა 1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას მისი გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო. მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა 1. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის რაიმე ფორმით გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას. იგი ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს. 2. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისთვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის ხელმისაწვდომობას. მუხლი 9. ამ კანონის დებულებების შესრულების მექანიზმები 1. ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად რეესტრის სუბიექტს გაუწიოს რეკომენდაცია, თავი შეიკავოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნისგან, შეცვლისგან, განვრცობისგან, კომბინირებისგან, გაუქმებისგან, განადგურებისგან, არქივირებისგან ან გადაცემისგან, თუ აღნიშნული ქმედება შეიძლება სხვა სისტემის ან სისტემების ფუნქციონირების შემაფერხებელ ფაქტორად იქნეს მიჩნეული ან/და თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოება ან მასში მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს. 2. რეესტრის სუბიექტის მიერ მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის/შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემისთვის პასუხისმგებელ პირს წერილობით გაფრთხილებას უგზავნის. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღწერილია ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) ფაქტი და მითითებულია რეკომენდაციები მის აღმოსაფხვრელად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 12 ივნისი 2020 წ. N6300-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები