„აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
მიღების თარიღი 01/02/1999
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5(12), 12/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.474
25
01/02/1999
სსმ, 5(12), 12/02/1999
090.013.003.474
„აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
 

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №25

1999 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის და 1998 წლის 24 დეკემბრის კანონების შესაბამისად ”აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 10 ოქტომბრის №240 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები:

1.   მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი შინაარსის:

„4) აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საქონლის მიწოდების მომენტი“.

2.   მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ“) საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავი იმპორტისას საბაჟო ორგანიზაციებისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე.

3.   მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს სიტყვები „ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტიორისაგან მიღებულ საქონელზე, იმპორტიორის მიერ აქციზური ნედლეულის მიწოდებისას საბაჟოზე გადახდილი აქციზი ეჩვენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, რომელიც მყიდველს აძლევს აქციზის თანხის ჩათვლის უფლებას.“.

4.   მე-10 მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

საქონლის დასახელება

საქონლის ნომენკლატურის კოდი

ზომი

ერთეული

 

აქციზის განაკვეთი

 

 

 

 

საქართველოში წარმოებული

იმპორტისას *

1

2

3

4

5

6

1

შამპანური

220410110

1 ლიტრი

4.00 ლარი

4.93

2

ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები და ღვინომასალები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყურძნის

2204

1 ლიტრი

0.50 ლარი

0.59

 

ხილის

2204

 

 

2.00 ლარი

2.47

3

ყურძნის ღვინოები და ღვინომასალები (13%-მდე სიმაგრის )

2204

1 ლიტრი

 

 

 

 

 

ჩამოსასხმელი

 

 

 

 

0.10 ლარი

0.12

 

ჩამოსხმული

 

 

 

 

0.20 ლარი

0.24

4

ხილის ღვინო

2205

2206

1 ლიტრი

1.70 ლარი

2.05

5

შემაგრებული ღვინო და ღვინომასალები (13%-ზე მეტი სიმაგრის )

2204

1 ლიტრი

 

 

 

 

 

ყურძნის ჩამოსასხმ .

 

 

 

 

0.50 ლარი

0.61

 

ყურძნის ჩამოსხმული

 

 

 

 

1.00 ლარი

1.23

 

ხილისა და სხვა მასალების

 

 

 

 

2.00 ლარი

2.47

6

კონიაკი და კონიაკის მასალა

220820

1 ლიტრი

6.70 ლარი

8.22

7

ვისკი , ჯინი , რომი

220830

220840

220850

1 ლიტრი

4.00 ლარი

4.93

8

ბრენდი და ბრენდის მასალა

220820870

1 ლიტრი

2.70 ლარი

3.28

9

არაყი

220860

1 ლიტრი

1.00 ლარი

1.24

10

ლიქიორი

220870

1 ლიტრი

2.70 ლარი

3.28

11

სხვა სპირტიანი სასმელები

 

1 ლიტრი

1.00 ლარი

1.24

12

ლუდი

220309

1 ლიტრი

0.12 ლარი

0.16

13

ეთილის სპირტი

2207

1 ლიტრი

0.70 ლარი

0.83

14

თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა ):

სიგარა , სიგარები გადაჭრილი ბოლოებით და სიგარილა (წვრილი სიგარები ), რომლებიც შეიცავენ თამბაქოს

სიგარეტი , კლასი A და B

–  ყველა დანარჩენი სიგარეტი და პაპიროსი

სხვა ნაწარმი თამბაქოსა და მისი შემცველებისაგან ;“ჰომოგენიზირებულიანაღდგენილითამბაქო ; თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები

  2402 10 000

 

 

 

2402 20

2402 20

 

2403

 1000 ღერი

 

 

 

1000ღერი

1000ღერი

 

1 კგ .

  150.0 ლარი

 

 

 

7.50 ლარი

2.50 ლარი

 

20.0 ლარი

  150.0ლარი *

 

 

 7.50ლარი *

2.50ლარი *

 

20.0ლარი *

 

15

საიუველირო ნაწარმი

7113. 7114. 7116

_

35%

35%

16

მსუბუქი ავტომობილები

8703

_

15%

15% *

17

მსუბუქი ავტომობილების საბურავები

401110000

4012

 

 

15%

15%

18

თართისა და ორაგულის ხიზილალა ძვირფასი სახეობის თევზებისა და ზღვის პროდუქტების დელიკატესური პროდუქცია

1604 30

1605

_

20%

20%

19

ქვანახშირის ფისის მაღალტემპერა ტურული გამოხდისას მიღებული ზეთები და სხვა პროდუქტები ; ანალოგიური პროდუქტები , რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აჭარბებს არაარომატულის მასას (გარდა ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა , რომელიც გამოიყენბა ნახშირბადის მისაღებად (სასაქონლო ჯგუფის 2803 კოდი )

2707 (გარდა 2707 40 000; 2707 99 910)

60%

60%

20

 ბუნებრივი გაზის კონდესატი გარდა მილსადენისა

2709 00 100

 

 

60%

60%

21

ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტები (გარდა მაზუთისა 2710 00 710 – 2710 00 780)

2710 00

 

 

60%

60%

22

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

2711 12; 2711 13; 2711 14 000; 2711 19 000

 

 

60%

60%

________________________________________________

* შენიშვნა: 1999 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-ს ნაცვლად შემოღებულია კონბინირებული ფიქსირებული გადასახადი, რომელშიც აქციზის წილი შეადგენს ცხრილში მოყვანილ თანხას. ამ თარიღის შემდეგ იმპორტირებული ზემოაღნიშნული საქონელი დაიბეგრება საქართველოში წარმოებულ საქონელზე დადგენილი განაკვეთით.

* საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად 1999 წლის 1 აპრილამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, შესაბამისად ცხრილში მოყვანილი აქციზის განაკვეთები იმპორტულ თამბაქოზე ძალაშია 1999 წლის 1 აპრილიდან.

* საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად 2000 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის დროს იმპორტიორი აქციზს გადაიხდის იმპორტული ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე 0.1 ლარის ოდენობით, 2001 წლის 1 იანვრიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იბეგრება ცხრილში მოყვანილი განაკვეთით.

 

1999წ. 1 აპრილამდე იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდება გადასახადი შემდეგი ოდენობით:

ა) სიგარა – 25 თეთრი 1 ცალზე;

ბ) უმაღლესი, I, II, A და B კლასის სიგარეტი და სიგარალა – 25 თეთრი 1 კოლოფზე;

გ) ყველა დანარჩენი კლასის სიგარეტი და პაპიროსი – 19 თეთრი ერთ კოლოფზე.

 5. მე-11 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი შინაარსის;

„4.საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტი) აქციზური საქონლის შეძენისას გადაიხდიან აქციზს სრული ოდენობით;“.

6. ინსტრუქციას დაემატოს 151 მუხლი.

„მუხლი 151. აქციზური მარკები

1.    აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი (იმპორტირებული) ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.15 გრადუსს (გარდა ორმოცდაათ გრამსა და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ. ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა) და თამბაქოს ნაწარმი, მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოს გარდა. აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აქციზის ფიქსირებული განაკვეთით დაბეგვრას.

2.    აკრძალულია აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და აქციზური მარკის გარეშე მიწოდება.

3.  საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ აქციზური მარკის გარეშე გასაყიდად მიღებული აქციზური საქონლის სახელმწიფო საკუთრებად მიქცევა.“

 მ. ჩიკვილაძე.