დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.121.016405 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.თ “ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 მაისის N18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.05.2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.121.016403) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (,,ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება“) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) თუ სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ე) გარდაცვალება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები