დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022072 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №20-ის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა):
1. მე-3 მუხლის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფას (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);“; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის (დანართი №14) ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას ქალაქ თბილისის მასშტაბით, დროებითი ღონისძიების სახით, საჭიროების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ხოლო 2020 წლის 23 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მ.შ., მეტროპოლიტენი) აღდგენამდე; ე) 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული დაწესებულებების, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის №1 და №2 დანართებით, ასევე 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებების სრულად მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ, PIU შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.“. 2. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „გ“ ქვეპუნქტის: დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება და 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და დანართ №2-ით და 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის № 01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებები; დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ით, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ით და 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები; დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.7-ით (ინფექციური დაავადებების მართვა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, ასევე 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ასევე 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებები;“. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტროს ადმინისტრაცია.“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 90,200.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 38,854.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის 27 03 03 11 02 ფარგლებში); ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 22,050.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის 27 03 03 11 03 ფარგლებში), მ. შ.: ბ.ა) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება − 150.0 ათასი ლარით; ბ.ბ) COVID 19-ის დიაგნოსტიკის ბიუჯეტი − 9,600.0 ათასი ლარით; ბ.გ) COVID-19-ის მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა − 12,300.0 ათასი ლარით; გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 28,996.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის – 27 03 03 11 01 კოდის ფარგლებში); დ) „კ“ ქვეპუნქტის ბიუჯეტი განისაზღვრება 300 000 ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის – 27 03 03 11 04 კოდის ფარგლებში).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები