„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58-60
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016734
58-60
09/06/2020
ვებგვერდი, 11/06/2020
280120000.35.101.016734
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-60

2020 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისა, ქალაქ თქბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016679) და დადგენილების:

1 პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“  (კოდი: 06 02 06 01) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №5) მე-10 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

„1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში, მიმწოდებლის სტატუსის მქონე  დაწესებულებებზე, ამავე თვეებში ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის თითოეულ თვეში, ავანსის სახით, გასცეს 2020 წლის თებერვალში, წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.

2. 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.

2. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და  საცურაო აუზებში“  (კოდი: 06 02 06 03)  ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების  წესის“ (დანართი №6)  მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში მიმწოდებლის სტატუსის მქონე  დაწესებულებებზე, ამავე თვეებში ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის თითოეულ თვეში,  ავანსის სახით, გასცეს 2020 წლის თებერვალში, წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.

5. 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე