დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016633 |
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილები (www.matsne.gov.ge, 24.12.2019 წ., 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ში – „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ – შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 10 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსების ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 210 ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.“ გ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის ჩატარებულ სეანსების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში დაწესებულებისათვის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინასწარ გაცემული წერილობითი მიმართვის საფუძველზე განსაზღვრული სეანსების რაოდენობის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები