დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9/8 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016447 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №
29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 80-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №29/31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016439) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 25 813.9 ათასი ლარით: ათას ლარში
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 7 743.0 ათასი ლარით: ათას ლარში
გ) მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 18 228.3 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 11 642.2 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 11 942.2 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 300.0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4 056.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 7 585.6 ათასი ლარით: ათას ლარში
დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები. ათას ლარში
ე) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. მოეწყობა სასათბურე მეურნეობა დეკორატიული ნერგების, ჩითილებისა და სათესი მასალების გამოსაყვანად, რათა მოხდეს ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში სხვადასხვა ხე-მცენარეების, ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. პალიასტომის ტბის შევსებისა და ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენისათვის მოხდება მდინარე კაპარჭის გაწმენდის სამუშაოების განხორციელება. ათას ლარში
ვ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მიმდინარე წელს ასევე განხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ათას ლარში
“ ზ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 2020 წელს ასევე, დაგეგმილია „საფეხბურთო კლუბი კოლხეთი 1913“-ის ხელშეწყობა, მინი სპორტული მოედნების მოწყობა, მინი სპორტული მოედნების კაპ. შეკეთება, ბესიკის ქუჩაზე, მდინარე კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობა, ნინო ჟვანიას ქუჩაზე სპორტული დარბაზის კაპ. შეკეთება, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაცია. ათას ლარში
თ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. პროგრამის ფარგლებში, ასევე განხორციელდება 9 აპრილის ხეივანი №26-ში მდებარე ა(ა)იპ – „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს შენობის სარემონტო სამუშაოების პროექტირების შესყიდვა ექსპერტიზით. ათას ლარში
სოციალური დაცვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილზე და სხვა სოციალურ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ი) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორცილდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა, თავდაცვა (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები). პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობასათან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებას. ათას ლარში
კ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
ლ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 135.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 15.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 8 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა პირველი მუხლის თ) პუნქტით გათვალისწინებული პროგრამისა: „შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 05).
2. დადგენილების პირველი მუხლის თ) პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის: „შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 05) მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები