,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016559
19
05/06/2020
ვებგვერდი, 09/06/2020
010250050.35.105.016559
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2020 წლის 5 ივნისი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/08/2018, ს/კ 010250050.35.105.016466) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.

2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საინვენტარიზაციო კომისიამ უნდა გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ.

3. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

5. ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.

7. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

8. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია